საქართველო პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ''ასტრა ზენეკას'' ვაქცინას მიიღებს - გამყრელიძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ''კოვაქსისგან'' მიიღეს წერილი ვაქცინის პირველი ნაკადის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ პირველ კვარტალში შემოვა. ''გუშინ დამტკიცდა ვაქცინაციის დაგეგმვის გეგმა. ველოდებით 29 იანვარს პირველ გადაწყვეტილებას ფაიზერის ლიმიტირებულ დოზებთან დაკავშირებით. ასევე წერილია კოვაქსიდან მოსული, პირველი 500 000 დოზის პირველ კვარტალში შემოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ალბათობით ''ასტრა ზენეკას''ვაქცინა იქნება. თუ იქნა ''ფაიზერის'' ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -70 გრადუსიან ცივ ჯაჭვს შეინახება ძირითადადსამ დიდ ქალაქში, თბილისში ქუთაისსა და ბათუმში, სადაც ასეთი სისტემა არსებობს და აცრები მოხდება მხოლოდ შერჩეულ კლინიკებში. რაც შეეხება ''ასტრა ზენეკას'', რომელსაც სჭირდება 2-8 გრადუსი. ვაქცინაცია მოხდება პირველადი ჯანდაცვის ქსელი, ასეთი სამასზე მეტი ცენტრია.მაგრამ როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და ეს იქნება გვიან გაზაფხულზე მაშინ იქნება მობილური ბრიგადებიც და იქნება ფიქსირებული ადგილები'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.