საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა

Tbilisi Daily

„დინამო არენაზე“ ისტორიული მატჩი დასრულდა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მოწინააღმდეგეთა გუნდის ფეხბურთელმა გორან პანდევმა გოლი 56-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.