ახლა, გინდა წერონ, გინდა, იკითხონ - დინარაძე „ფრონტერას“ წერილზე

Pirveliradio Ge

ახლა, გინდა წერონ, გინდა, იკითხონ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე ჰკითხეს. „სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ვიღაც თავისი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის და მეგობარი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს და ეს გამოიხატება იმაში, რომ „ფრონტერასთან“ რაღაც დავა არსებობს, ამის ლაპარაკს და წერილების წერას, სჯობს გაასაჯაროონ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ყველანი ერთად ვნახავთ, რომ დავა წააგეს. დავის წაგების მიუხედავად, ისინი ჯიუტად, მხოლოდ პიარული გათვლებით აგრძელებენ მსგავსი პათოსით საუბარს. „ფრონტერამ" დავა წააგო, აღმოჩნდა, რომ რასაც ისინი ლაპარაკობდნენ იყო ტყუილი და ქართული სახელმწიფო იყო მართალი. ახლა წერილები გინდა წერონ, გინდა იკითხონ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ პიარული დატვირთვა აქვს და ემსახურება სახელმწიფოს და ხელისუფლების დაზიანებას. არსებობს შეთანხმება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ დავასთან დაკავშირებით, უნდა გასაჯაროვდეს მხარეთა შეთანხმებით. ქართული სახელმწიფო მზად არის გასაჯაროვდეს, თუ ამას დაეთანხმება „ფრონტერაც“. ახლა ჯერი „ფრონტერაზეა“ და თუ ისინი ერთი პროცენტით მაინც არიან მართლები, კეთილი ინებონ, მოგვცენ თანხმობა, რომ გასაჯაროვდეს ეს გადაწყვეტილება და ყველაფერი იქნება ნათელი" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.