ვისურვებდი, რომ ამ კომპასს თავისი გეზი არ დაეკარგა — დეკანოიძე ევროპულ საქართველოზე
On.ge
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ისურვებდა იმ კომპასს, რომელიც ევროპული საქართველოს ლოზუნგში აქვს გამოყენებული, თავისი გეზი არ დაეკარგა. ამ ფორმით უპასუხა მან ევროპული საქართველოს პარტიის წევრებს, რომლებმაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკეს.
https://on.ge/story/64401-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%94
"თავდასხმა, რომელიც გაუგებარია, რომელიც რეალურად მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ პარტიულ ლოზუნგში არის ასეთი მოწოდება, რომ ევროპული საქართველო ეს არის კომპასი მომვალისკენ, თუ სხვა ცვლილებებისკენ, მაგრამ მე ერთადერთს ვისურვებდი, რომ ამ კომპასს თავისი გეზი არ დაეკარგა ახლა, როდესაც ჩვენ უნდა ჩამოვიცილოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თავდასხმები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი არ იგრძნოს კომფორტში", — განაცხადა დეკანოიძემ ფორმულას ეთერში.
#News