სპეცოპერაცია სენაკში - ამ წუთებში, სამართალდამცველები რკინიგზის სადგურთან არიან მობილიზებულები
Pirveliradio Ge
სპეცოპერაცია სენაკში - ამ წუთებში, სამართალდამცველები რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან მობილიზებულები.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ის პირები, ვინც სასტუმრო "ვერსალის" მფლობელს ე.წ. კანონიერი ქურდის სახელით, ფულს სძალავდნენ.
პოლიციამ ერთი პირი იმ დროს აიყვანა, როცა მას სასტუმროს მეპატრონე მერაბ ყურაშვილი თანხას აძლევდა. ფულის გამოძალვა ე.წ. კანონიერი ქურდის, თემურ გვასალიას სახელით ხდებოდა, რომელიც ზუგდიდში დაახლოებით სამი წლის წინ დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მან ქვეყნის დატოვება შეძლო.
"მთავარი არხი"