ნიკა მელიას მხარდასაჭერად სასამართლოსთან "მელიები" მივიდნენ და აქცია გამართეს 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან,'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ე.წ მელიებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს.ისინი სასამართლოსთან ბანერებით მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ნიკა მელიას პატიმრობა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ის უნდა გათავისუფლდეს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის საქმისარსებითი განხილვა მიმდინარეობს.