შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია

0
შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია არის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება აზერბაიჯანში, ქალაქ შემახის ჩრდილო-დასავლეთით 22 კმ-ში. ობსერვატორია შეიქმნა 1960 წელს ასტროფიზიკის სექტორის ბაზაზე. შემახის ობსერვატორიას აქვს ორ მეტრიანი რეფლექტორი, 70 სანტიმეტრიანი ფოტოელექტრონული ტელესკოპი, 35 სანტიმეტრიანი მენისკური ტელესკოპი და ასევე სამზეო ტელესკოპები.

რას იკვლევენ?

ამ ობსერვატორიაში ხდება კომეტების, ასტეროიდების რგოლის, მზის აქტიური წარმონაქმნების, კუროს T-ს ტიპის ვარსკვლავებისა და რელატივისტური ობიექტების გამოკვლევა. 1971 წლიდან აქვს ასტრონომიული სადგური ბათაბათის მთაზე, ზღვის დონიდან 2300 მ-ზე. 1981 წელს ობსერვატორიას მიენიჭა ნასირ ალ-დინ ტუსის სახელი.
#news
#opinion
#science
#scientists
Tbilisi
0