2020 წლის 5 საუკეთესო ფილმი

0
BBC Culture-ს კინოკრიტიკოსებმა შეარჩიეს 2020 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი. მათ შორის არის როგორ რასიზმზე დაფუძნებული დრამა, ასევე კომედიური თრილერები და კანის ფესტივალის ნომინანტი, მისტიკური ვესტერნი "ბაკურაუ"

Da 5 Bloods

სპაიკ ლის ახალი ფილმი - ეს არის სტანდარტული ეპოსი, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს დაძაბულ დრამასა და იუმორისტულ ელემენტებს. 4 შავკანიანი ომის ვეტერანი ბრუნდება ვიეტნამში, იმისათვის რომ ნახონ თავიანთი მეგობრის ცხედარი და სამალავი, სადაც ოქრო ინახება. რეჟისორი გვიჩვენებს ამერიკის ისტორიასა და რასიზმის ელემენტებს. ფილმი, ეჭვგარეშე, რეჟისორის საუკეთესო შემოქმედებად ითვლება. მან ოსკარიც მიიღო კინოინდუსტრიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანით.

The Personal History of David Copperfield

"დევიდ კოპერფილდის ისტორია" უყურადღებოდ დარჩა Bafta-ს ცერემონიაზე, რაც დიდი უსამართლობაა. რეჟისორ-სცენარისტის, არმანდო იანუჩისათვის ფილმი უდიდეს მიღწევად ითვლება. ეს არის კლასიკური ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიაცია. ერთი მხრივ, იგი დიკენსის საუკეთესო ასახვაა, მეორე მხრივ, დემონსტრირებს საოცარ კინემატოგრაფიულ ეფექტებს, მაგალითად, ფერად გამოსახულებას, ეკრანის გაფართოვოებას, ტიტრებს, კადრს მიღმა ხმას და ა.შ

Never Rarely Sometimes Always

ეს მელოდრამა გვიყვება ორსული, 17 წლის ოტემზე, რომელიც ცხოვრობს პატარა ქალაქში, პენსილვანიაში, სადაც აბორტები აკრძალულია. გოგონა, თავის ნათესავთან ერთად მიემართება ნიუ-იორკში, რადგან ყველასგან ფარულად გაიკეთოს აბორტი. ელიზა ჰიტმანის ლენტა გვიყვება საკმაოდ რთული და დამთრგუნველი არჩევანის შესახებ, რომელსაც ახალგაზრდა ქალები, სამწუხაროდ, ხშირად მიმართავენ.

The Hunt

ეს არის კომედიური თრილერი პრივილეგირებული ლიბერალების შესახებ. ამერიკის მანიფესტაციებისა და ტრამპის კრიტიკის გამო, ფილმის ეკრანიზაცია ორჯერ გადაიდო. როდესაც საბოლოოდ ფილმი გამოჩნდა ეკრანებზე, მან აუდიტორია საკუთარი არაპროგნოზირებადობით გააოცა.

Bacurau

ეს არის 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და უცნაური ფილმი, რომლის მოქმედებაც ხდება ბრაზილიის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში. ადგილობრივი მოსახლეობა ებრძვის კორუმპირებულ პოლიტიკოსს და ცდილობს დაადგინოს, რატომ გაქრა ბაკურაუ მსოფლიოს რუკიდან. მალევე, ტერიტორიას იკავებენ ჯარისკაცები და ფილმი იქცევა სისხლიან ბრძოლის ველად. მაყურებელს შეუძლია ფილმს ალეგორიულად შეხედოს და დაინახოს ბრაზილიის ხელისუფლების კრიტიკა ან დატკბეს სანახაობით.
0