საჯარო აქტივობებს ვზღუდავ, ჩემს შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ჯაფარიძე

0
"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საჯარო აქტივობებს ზღუდავს. "კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა. სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ", - წერს ჯაფარიძე.
0