ჯანმო -მსოფლიოში პანდემია არ დასრულებულა

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რასიზმის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს მოუწოდებს, პირბადეები ატარონ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გააკეთა. მისივე თქმით, ამჟამად მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს „თვითკმაყოფილება“ წარმოადგენს. ტრადიციულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ „ევროპაში სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, გლობალური მასშტაბით ვითარება გაუარესდა“. „ბოლო ცხრა დღის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 100 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი სამი მეოთხედი სულ 10 ქვეყანაში, რომლებიც ამერიკისა და სამხრეთ აზიის რეგიონში მდებარეობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში ვითარება პოზიტიურია. „ამ ქვეყნებში ყველაზე დიდი საფრთხე ახლა თვითკმაყოფილებაა. კვლევები აჩვენებს, რომ გლობალურად მოქალაქეები კვლავ მოწყვლადები არიან ვირუსის მიმართ. ჩვენ მოგიწოდებთ, განაგრძოთ ინფიცირებულთა გამოვლენა, რათა ვირუსი არ დაბრუნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში მასობრივ შეკრებებზე მოქმედი შეზღუდვები იხსნება“, – განაცხადა გებრეისუსმა.
0