ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

0
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია გაეცნენ. ჩხოროწყუს მერის თქმით, ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. „დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ტობავარჩხილის ტბა მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ბუნების ძეგლია. დღეს მისი ხილვა მხოლოდ რთული მარშრუტითაა შესაძლებელი. ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის შემდეგ კი მეტ ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორს ველით, პროექტი ჩხოროწყუს მოსახლეობას ტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.“ - განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ. სამუშაოები გზის 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ტარდება, სავალი ნაწილის სიგანე 6.5 მეტრია. პროექტის მიხედვით იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო: რადიო ათინათი
#მოგზაურობა
#zugdididaily
#ტობავარჩხილი
#ახალიამბები
0