ბრინჯაოს სკივრით გადამალული საგანძური ნაპოვნია

0
აშშ-ში იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში, 10 წლის წინ გადამალული $1 მილიონის ღირებულების განძი იპოვეს ის კოლექციონერმა ფორესტ ფენიმ ბრინჯაოს სკივრით დამალა. მას შემდეგ, რაც 1990 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. კოლექციონერი ფიქრობდა, რომ ასე მის სახელს დიდხანს დაიმახსოვრებდნენ. დიაგნოზის დასმიდან წლების შემდეგ ექიმებმა დაავადების შეჩერება შეძლეს, თუმცა კოლექციონერმა განძის დამალვის გადაწყვეტილება არ შეცვალა. სკივრის შესახებ, რომელშიც ძვირფასი ქვები, ოქროს მონეტები, საიუველირო ნაკეთობები ინახებოდა ფორესტმა 2010 წელს ავტობიოგრაფიაში დაწერა. ფენის ინფორმაციით, მას ახლახან დაუკავშირდა ადამიანი, რომელმაც განძით სავსე სკივრი იპოვა. ამის დასადასტურებლად, მან კოლექციონერს ფოტო გაუგზავნა. განძის მპოვნელმა ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა. კოლექციონერის წიგნში განძის მაძიებლებისთვის 9 გამოცანაა. სკივრის პოვნაში დაეხმარა ლექსი, რომელიც კოლექციონერის ავტობიოგრაფიაშია. სკივრს 1000-მდე ადამიანი ეძებდა. მათგან ოთხი განძის ძებნისას დაიღუპა. ფენი აცხადებდა, რომ განძი უსაფრთხო ადგილას იყო, თუმცა მაძიებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. ჟრნალისტის კითხვაზე, როგორ გრძნობს კოლექციონერი თავს განძის პოვნის შემდეგ, ფენიმ უპასუხა, რომ ის ნაწილობრივ მხიარულია, ნაწილობრივ კი სევდა მოეძალა, რადგან განძის ძებნის ისტორია დასრულდა. განძი სკივრი ნიუიორკი ფენი
tbilisidaily
0