ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასიმპტომური პაციენტები კორონავირუსს ძალიან იშვიათად ავრცელებენ

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასიმპტომური პაციენტები ვირუსს ძალიან იშვიათად ავრცელებენ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ასიმპტომური პაციენტებისგან ჯანმრთელ ადამიანზე ვირუსის გავრცელების შემთხვევები ძალიან იშვიათია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ. ჯანმო კორონავირუსი კოვიდ19 კორონა ჰედლაინი
0