კურორტი, რომელიც დროს ებრძვის - რატომ კარგავს სქური ტურისტულ პოტენციალს?

1
სქური წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდიდან 27 კილომენტრში მდებარეობს და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილი კურორტული ზონაა, რომელიც მრავალი სამკურნალო თვისებითა და ულამაზესი ხეობის თვალწარმტაცი მისადგომებით გამოირჩევა.
კურორტის სამკურნალო თვისებები ოდითგანვე არა მხოლოდ ქართველების, არამედ უცხოელების დიდ ყურადღებასაც იპყრობდა. დროის სვლას სამწუხაროდ ვერც ხეობამ გაუძლო და ვერც იმ ინფრასტრუქტურამ, რომელიც დამსვენებელს კომფორტს უქმნიდა. დღეს სქური, კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს დროს ებრძვის, მაგრამ ვინ იცის ამ დიდ დუელში ბოლოს ვინ ააფრიალებს გამარჯვების დროშას... დრო გადის, ცვლილებები კი სასიკეთოზე მეტად სავალალოა. გაიჩეხა ის ტყე, რომელიც ჟანგბადი იყო ადგილობრივებისთვის. დაბალი ცნობიერების დონე და ნულამდე დაყვანილი ეკოაზროვნება შორს ვერ წაგვიყვანს თუ ცვლილებებს არ მივმართავთ - სასიკეთო ცვლილებებს და არა ისეთს, ზემოთ რომ აღვნიშნე!
2012 წელს კერძო ინვესტორებმა კურორტის განვითარებისკენ ორიენტირებული ნაბიჯი გადადგეს და ააშენეს ახალი სასტუმრო, მიმდებარედ კი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვარეს, თუმცა უშედეგოდ. ამ უკანასკნელს შედეგი არ მოჰყოლია. ცენტრალური ქუჩიდან კურორტამდე გასავლელ რამდენიმე კილომეტრზე გზა წლებია დასაგებია, საარჩევნო დაპირებები კი უცვლელი. სწორედ ეს პრობლემა ქმნის ბარიერს, რომელიც კურორტს ტურისტულ პოტენციალს უკარგავს. ერთ-ერთ ინტერვიუში დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ ხაზი გაუსვა სქურის ტურისტული პოტენციალის სარგებლიანობას და მანდვე აღნიშნა, რომ მუშაობენ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით.
ვნახოთ შედეგები როგორ განვითარდება. კურორტი ნამდვილად იმსახურებს განვითარებას, რადგან მას ამის დიდი პოტენციალი აქვს.

„სქურის წყალს“ უამრავი დაავადების განკურნვა შეუძლია, მათ შორის:

1. საჭმლის მომნელებელ ორგანოთა; საყრდენ სამოძრაო აპარატისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემათა დაავადებები. 2. საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები: 3. საყლაპავი მილის ანთებები 4. კუჭის დაავადებები – ქრონიკული გასტრიტი: 5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული 6. კოლიტი და ენტეროკოლიტი 7. ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები. 8. ჰეპატიტი. 9. ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი. 10.ნაღვლკენჭოვანი დაავადება 11. პანკრეატიტი 12. ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები 13. რევმატოიდული პოლიართრიტი.
სქურის და ზოგადად სქურის წყლის დადებით მხარეებზე ლაპარაკი შეიძლება უსასრულოდ გაგვიგრძელდეს, მაგრამ მის პრობლემებს გვერდს მაინც ვერ ავუვლით. მოდი, დაველოდოთ დროს და იმ დაპირებებს, ბოლო რომ არ უჩანს. იქნებ ერთ დღეს მართლა აღმოიფხვრას სათითაოდ ყველა და დაუბრუნდეს ადრინდელი დიდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
მდ. ჭანისწყლის სათავე
პატრიოტული ბანაკი (ფოტო არქიბიდან)
მდ. ჭანისწყალი
სქურის ბაზილიკური ეკლესია
#skuri
#სქური
#სამეგრლო
#წალენჯიხის
#ბუნება
#ეკოლოგია
#სქურისწყალი
#კურორტი
ფოტო: თეონა მიქავა, თათია ხორავა
1