votes
comments
shares
Save
სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკური პარტია - ვოლსკი რურუას გათავისუფლებაზე
39 reads
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago

სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკური პარტია - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ გააკეთა.

„სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკური პარტია. იყო ის დრო, რომ ის ხალხი ვინც ეხლა ითხოვს რურუას გამოშვებას, ასე განაგებდა ქვეყანას. ვისაც უნდოდათ დაიჭერდნენ ჩასვამდნენ ციხეში, ვისაც უნდოდათ აწამებდნენ და ღირსებას და ჯანმრთელობას წაართმევდნენ. უნდათ, რომ ჩვენც იგივე იარლიყი მოგვაწებონ და ვერ მოხდება ეგ, სასამართლო წყვეტს მაგ საკითხს და არა პოლიტიკური პარტია“, - განაცხდა ვოლსკიმ.

ნიკა რურუას ძმა და მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

შსს-ს განმარტებით ნიკა რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

http://pirveliradio.ge/?newsid=145124

Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
Write a comment