როგორც ჩანს, მოგელით არჩევანის გაკეთება პოლიტიკურ ომსა და სირცხვილს შორის.

0
ჰიტლერთნ შეთანხმებით, ლონდონში დაბრუნებულ ნეველ ჩემბერლინმა (1937-1940) დაუნინგ-სტრითზე გამართულ მიღებაზე იმავე სიტყვებით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, რომლითაც 1878 წელს ბერლინიდან დაბრუნებულმა მაშინდელმა პრემიერმა ბენჯამინ დიზრაელმა: , , მე დავბრუნდი გერმანიიდან და ჩამოვიტანე მშვიდობა’’. სანამ ჩემრბელინი ბერლინში გაემგზავრებოდა, ჩერჩილმა, რომელიც მშვენივრად ხვდებოდა, რა დოვლათითაც დაბრუნდებოდა უკან პრემიერი ლორდ მიონს ასე მისწერა: , , როგორც ჩანს, მოგველის არჩევანის გაკეთება ომსა და სირცხვილს შორის. მგონია, რომ სირცხვილს ავირჩევთ, მაგრამ სულ მალე ომსაც ვერ გავექცევით, მხოლოდ უარესი პირობებით.’’ ყოველი რაუნდის შემდეგ გამოსულები ამბობენ: , , ჩვენ გამოგიტანეთ ფრთხილი ოპტიმიზმი". მაგრამ იქვე მოვახდენ გენიალური ჩერჩილის პასუხის პერიფრაზირებას: როგორც ჩანს, მოგელით არჩევანის გაკეთება პოლიტიკურ ომსა და სირცხვილს შორის. მგონია, რომ სირცხვილს თუ ვინმე აირჩევს, ამ პარლამენტში შესვლით სულ მალე ვერ გაექცევა პოლიტიკურ ხარაკირს, მხოლოდ უარესი პირობებით.
0