მატარებლით მოძრაობა განახლდება

0
15 ივნისიდან მატარებლით მოძრაობა განახლდება. ბათუმიდან თბილისში, ისევე როგორც სხვა მარშრუტებზე, მოქალაქეები ბილეთის ყიდვას უკვე თავისუფლად შეძლებენ. რკინიგზის მუშაობის აღდგენასთან ერთად, ამოქმედდება რიგი შეზღუდვა. მატარებელში აუცილებელი იქნება ფიზიკური დისტანციის დაცვა. მგზავრობის განმავლობაში მოქალაქეებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება. მატარებელში შესვლისას, მოქალაქეებს სიცხეს გაუზომავენ და თუ მათ მაღალი ტემპერატურა არ აქვთ, შეძლებენ გამგზავრებას. მატარებელში შესვლისას ასევე იქნება დეზობარიერი, მოქალაქეებს კი მოთხოვენ, ხელები სპეციალური ხსნარით დაიმუშავონ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 14 ივნისს დაათვალიერა მატარებლები და კომისია დარწმუნდა, რომ რკინიგზა ყველა მოთხოვნას ასრულებს. რკინიგზის ამუშავებასთან ერთად, ქვეყნის შიგნით გადაადგილების ყველა საშუალება ოფიციალურად განახლებულია, შეზღუდვების დიდი ნაწილი კი ამ დროისთვის მოხსნილი. ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ექნება უფლება, გაამკაცროს შეზღუდვები 15 ივლისამდე. შესაბამისად, ნებისმიერი მოხსნილი შეზღუდვა ამ პერიოდამდე შეიძლება განახლდეს. რკინიგზა მატარებელი ბათუმი-თბილისი მგზავრობა
batumidaily
0