უკანონო გარევაჭრობა კვლავ დიდ პრობლემად რჩება მარნეულში.

0
მარნეულის მუნიციპალიტეტში უკანონო გარევაჭრობა კვლავ დიდ პრობლემად რჩება . გარევაჭრობა ძირითადად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ირგვლივ არაერთ კუსტარულად მოწყობილ დახლს შეამჩნევთ, სადაც ძირითადად ყველი, ხაჭო, მაწონი და კვერცხი იყიდება. დახლების გარშემო ანტისანიტარიაა. რძის პროდუქტები სიცხეში, ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე იყიდება. პროდუქტს უამრავი ბუზი ეხვევა, თუმცა მოვაჭრეებისთვს ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მყიდველის მისვლის დროს მწერებს ხელის აქნევით იშორებენ. „რა ვქნა, იძულებული ვარ აქ გამოვიდე, შიმშილით ხომ არ მოვკვდები? პოლიცია მოდის, ადგილს გვატოვებინებენ, ჩვენ გავრბივართ და მერე ისევ ვბრუნდებით. ჩვენი შვილები შიმშილით კვდებიან და რითი ვირჩინოთ თავი. უკვე 15 წელია სოციალურ დახმარებს ვიღებ, თუმცა მთავრობის ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებაც კი ვერ მივიღე. მე თვითდასაქმებული ვარ, ოფიციალური დასაქმების ადგილი არ მაქვს. წესით, დახმარება უსახლკაროებისთვი, სოციალურად დაუცველებსთვის და მარტოხელეისთვის უნდა იყოს, მაგრამ ეს კანონი ასეთებს არ ეხება“ „გარევაჭრობა აკრძალულია, მაგრამ ჩუმად გვიწევს აქ გამოსვლა“ - ამბობენ გარემოვაჭრეები შეიძლება ითქვას, რომ თვითდასაქმებულები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლას დაწესებული გადასახადები გამო ერიდებიან. სურსათის ეროვნულ სააგენტოს გარემოვაჭრეების კონტროლი არ ევალება. ერთ-ერთი ორგანო, რომელსაც გარემოვაჭრეების ზედამხედველობის ვალდებულება აქვს, მერიის ზედამხედველობის სამსახურია, სადაც ამ დრომდე მედიას ზარებს არ პასუხობენ.
#გარევაჯრობა
#ანტისანიტარია
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო : რადიო მარნეული
#ახალიამბები
#news
0