ჯარიმა 20-30 ლარი - ადგილები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა

0
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად, 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივცეებში, ხოლო იურიდიულმა პირებმა უნდა აკონტროლოს, რომ მის საკუთრებაში პირბადის გარეშე არავინ შევიდეს: ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი თანხის დაკისრება, ჩვენი ამოცანაა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, რომ მაქსიმალურად შევაფერხოთ კორონავირუსის გავრცელება. ამისთვის პირბადე არის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ვალდებულება დახურულ საჯარო სივრცეში ატარონ პირბადე. ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება არ არსებობს, პასუხიგებლობაც არ არის გათვალისწინებული. ასევე, კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კონტროლი, რომ პირბადის გარეშე პირი არ შევიდეს", - განაცხადა ოხანაშვილმა. კორონავირუსი პირბადე
kutaisidaily
0