La Repubblica : ფართომასშტაბიანი ოპერაცია იტალიური მაფიის წინააღმდეგ

0
იტალიელმა კარაბინიერებმა მაფიოზურ საქმიანობასთან დაკავშირებული 59 ადამიანი დააკავეს. ჩატარებული ოპერაცია მიმართული იყო ნეაპოლიტანური კრიმინალური ორგანიზაცია „კამორას“ სამი კლანის წინააღმდეგ. ადგილობრივი ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა თქმით, გამოძიებით დადგინდა „მჭიდრო კავშირები და ურთიერთქმედება სამეწარმეო და პოლიტიკურ სფეროებს შორის“. დაკავებულებს ბრალად ედებათ მაფიოზური ორგანიზაციის შექმნა, ჩატარებულ არჩევნებში კორუფციული სქემების გამოყენება, ასევე სხვადასხვა აუქციონებზე თაღლითობისა და გამოძალვის განხორციელება. დამატებით, მათ წინააღმდეგ ე.წ. ქონების კონფისკაციის აღსრულება მოხდება, რომლის საერთო ღირებულება 80 მლნ. ევროა. გამოცემა La Repubblica ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კარაბინიერებმა ასევე დააკავეს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის პარტიის წარმომადგენელი სენატორის ლუიჯი ცეზაროს სამი ძმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Camorra, maxi blitz del Ros a Napoli: arrestati i tre fratelli del senatore Cesaro, indagato anche il parlamentare, (09.06.2020), www.napoli.repubblica.it
Italy
Mafia
operation
crime
headline
0