როგორია ბათუმი კარანტინის შემდეგ?

0
კარანტინიში ყველა ჩვენგანს ალბათ, ერთი და იგივე შეგრძნება გვეუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლის სარეცხ თოკზე ისევ შრებოდა სამოსი, აქა-იქ შეინიშნებოდა ხალხის გადაადგილება ან მანქანის ძრავის გრუხუნი, ქალაქი დაცარიელებული იყო, სამუშაო პროცესები გაჩერებული და ყველაფერი ბევრად უფრო სევდიანი ვიდრე აქამდე. თითქოს სამყარომ მოგვცა შანსი, რომ გვეფიქრა და ყველაფრის დასრულებას განახლებული ცხოვრების სტილით შევგებებოდით. და აი, როცა ბათუმის პატარა ქუჩებში საგზაო მოძრაობის გაუსაძლისმა არეულობამ იფეთქა, მაშინ დაიწყო ცხოვრება კარანტინის შემდეგ. ამან კი რამდენიმე მკაფიო დადებითი, რამდენიმე კი უარყოფითი ცვლილება მოიტანა ჩვენთვის:

შეიცვალა ტრანსპორტი

ბათუმი ის ქალაქია, რომელიც ყველაზე დიდ შესაძლებლობას გაძლევს ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიო. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კი, ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა. მივხვიდით, რომ ველოსიპედების ტრანსპორტად გამოყენება არც ისე ურიგო აზრია. მეტიც, ძალიან მარტივი, სწრაფი და იაფი გადაადგილების საშუალებაა. მას არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი ქალაქისთვისაც დიდი სარგებელი მოაქვს. ბათუმის ბუნებას კი, მოგეხსენებათ, გამოცოცხლება ნამდვილად სჭირდება. ახლა, როცა გარეთ გადიხარ გრძნობ, სუნთქვის საშუალება მეტად გაქვს და აღარც საცობებში დგახარ დაუსრულებლად. ველოსიპედებთან ერთად, გაიზარდა ქვეითთა რაოდენობაც. იმის გამო, რომ ქალაქი პატარაა, აქ თითქმის არასდროს გეჩქარება და არასდროს აგვიანებ. ახლა, როცა ადამიანები სამარშურუტო ტრანსპორტით მოძრაობასაც ამცირებენ, ფეხით გადაადგილება ერთ-ერთი ოპტიმალური ხერხი გახდა. თუმცა რთულია, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ შევძლებთ ამ მიდგომის შენარჩუნებას და საბოლოოდ თუ ჩავანაცვლებთ მანქანებს, სხვა უფრო მარტივი და ჯანსაღი ტრანსპორტით?

შემცირდა ტურისტთა რაოდენობა

აღარ მახსოვს როდის ვნახე ბოლოს ბათუმი ასეთი ცარიელი და ერთფეროვანი. ცხოვრება შენელდა და პირველად, ამდენი წლის მანძილზე ზაფხული მოსაწყენმა აურამ მოიცვა. ახლა, როცა, როგორც იქნა, წვიმიანი ამინდები დროებით მაინც გავისტუმრეთ და ცხელი დღეების ფონზე ზღვის ტალღების მყუდროება კვლავ შევიგრძენით, ქალაქს ტურისტები აღარ ჰყავს. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენს განწყობაზეც დიდ გავლენას ახდენს, ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიანი დიდი საფრთხის ქვეშაა. წარმოუდგენელია, ზაფხულის ბათუმი ტურისტების , იმ მძვინვარებისა და ამაღელვებელი განწყობის გარეშე, რაც ცხელ ბათუმს ახასიათებს ყოველწლიურად. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, იგი მაინც სახელდება 2020 წლის აუცილებლად სანახავ ტურისტულ ქალაქად, რომელიც უცხოელ დამსვენებლებს უსაფრთხო, გამწვანებულ და გამოცოცხლებულ გარემოს სთავაზობს. მართალია, ამ მხრივ, სხვა წლებთან შედარებით, სეზონი გვიან გაიხსნება, მაგრამ თუ აღნიშნულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, წლევანდელი ზაფხული იქნება და აუცილებლად, ტურისტებთან ერთად.
##ბათუმი
##ტურიზმი
##ჯანსაღიცხოვრება
##batumidaily
0