რა უნდა იცოდეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ

0

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვათ?

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების საბოლოო თარიღი ცნობილია. გამოცდები დაიწყება 6 ივლისს და 25 ივლისს დასრულდება. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აბიტურიენტებს მოუწევთ დაიცვან რამდენიმე ახალი წესი და პირობა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ იქნა მკაცრად განსაზღვრული: - აბიტურიენტება მაქსიმალურად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია; - მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; - მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; -თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0, 5-0, 7 მმ. ბურთულიანი წვერით. შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ არის რეკომენდირებული სხვა პირადი ნივთების გამოცდაზე მიტანა. ამის მიზეზი კი ნივთებიდან დაავადების გადატანის რისკის შემცირებაა. რაც შეეხება საგამოცდო აუდიტორიების კონდიციონერით გაგრილების პრობლემას, განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

რა მოხდება წესების დარღვევის შემთხევვაში?

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესებს დაარღვევს იგი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან. წესების დარღვევაში კი იგულისხმება: ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე, სხვ. წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.
##ერთიანიეროვნულიგამოცდები
##განათლებისსამინისტრო
##კორონავირუსი
##batumidaily
0