6 votes
0 comments
0 shares
Save
7 views
აკო თოლორდავა
Tbilisi · 1 year ago

ანაკლია❤️


აკო თოლორდავა
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
აკო თოლორდავა
Tbilisi · 1 year ago
ანაკლია❤️
AstroGeorgia
Tbilisi · 1 week ago
4 ივლისისს ამინდის პროგნოზი!
ამბროლაური 34° ანაკლია 33 ° ახალციხე 33 ° ბათუმი 33° ბაკურიანი 25 ° ბახმარო 26 ° ბორჯომი 32° გორი 35 ° გუდაური 17 ° ზუგდიდი 38° თბილისი 32 ° თელავი 33 ° თიანეთი 28° ლაგოდეხი 35 ° მესტია 29 ° ოზურგეთი 37° რუსთავი 34 ° სიღნაღი 32 ° სოხუმი 34° სტეფანწმინდა 19 ° ფოთი 34 ° ქობულეთი 33° ქუთაისი 38 ° ცაგერი 33 ° ცხინვალი 34° წყალტუბო 37 ° ჭიათურა 34 °
აკო თოლორდავა
Tbilisi · 1 year ago
#აფხაზეთისაქართველოა❤️
აკო თოლორდავა
Tbilisi · 1 year ago
აბა ვის რა გვიყვარს?(აფხაზეთშია გადაღებული)❤️#აფხაზეთისაქართველოა
AstroGeorgia
Tbilisi · 4 days ago
11 ივლისის ამინდის პროგნოზი
ამბროლაური 28° ანაკლია 26 ° ახალციხე 30 ° ბათუმი 25° ბაკურიანი 23 ° ბახმარო 22 ° ბორჯომი 30° გორი 30 ° გუდაური 18 ° ზუგდიდი 27° თბილისი 31 ° თელავი 29 ° თიანეთი 27° ლაგოდეხი 32 ° მესტია 24 ° ოზურგეთი 29° რუსთავი 30 ° სიღნაღი 28 ° სოხუმი 26° სტეფანწმინდა 20 ° ფოთი 27 ° ქობულეთი 26° ქუთაისი 29 ° ცაგერი 29 ° ცხინვალი 29° წყალტუბო 29 ° ჭიათურა 28 °
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
ზუგდიდში კორონავირუსი სამ ბავშვს დაუდასტურდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი ფართოვდება - კორონავირუსი კიდევ სამ არასრულწლოვანს დაუდასტურდა, ერთი ოჯახის წევრია, ხოლო ორი ნათესავი. covid 19 ასევე დაუდასტურდა ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ოთხივე მათგანი ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ და ბიოლოგიური მასალის კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩატარდა. ზუგდიდში გამოკვლეულ 139 ადამიანს დღეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ზემოთ აღნიშნული ოთხი პირის ტესტი კი, ხელმეორედ ჩატარდა. #news#კორონავირუსი# ზუგდიდი#ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი# სამი არასრულწლოვანი# Tbilisi Daily#Dailynews#
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
გალის რაიონში დაკარგული პირები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
გალის რაიონში დაკარგული საქართველოს მოქალაქეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ მათი ახლობლები აცხადებენ და განმარტავენ, რომ აღნიშნული მოქალაეები თავს კარგად გრძნობენ. დაკარგულიდან ერთ-ერთი, ახალგაზრდა ქალი ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფება. როგორც მისი ოჯახის წევრები განმარტავენ, ვ.ბ აფხაზეთის ე.წ საზღვარი 30 ივნისს გადმოკვეთა და შესაბამისად განმუხურში გადის კარანტინს. მეორე დაკარგული ლ.ლ კი თერჯოლის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, 60 წლის ქალბატონი, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია მათი დაკარგვის შესახებ, რასაც თავად ახლობლები ადასტურებდნენ და აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პირები გალის რაიონში დაიკარგნენ და რამოდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდნენ. ახლობლების განმარტებით, მათ მხოლოდ დღეს გაიგეს, რომ აღნიშნული მოქალაქეები არა გალის რაიონში, არამედ საქართველოში საკარანტინე სივრცეში არიან მოთავსებული.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
გიგლა მიქაუტაძე - ანაკლია საქართველოს წაართვეს და არა ინვესტორებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილმა კანონპროექტმა, რომელიც საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არ არსებობს და ბიზნესი დაუცველია, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება მთავრობის მიერ ანაკლიის შეჩერებას, რომელიც არ წარმოადგენს რიგით კერძო პროექტს და მას გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. "ამიტომ, ანაკლია საქართველოს და მის მომავალ თაობებს წაართვეს და არა კონკრეტულ ინვესტორს, თუმცა, დროებით. იმისთვის, რომ საქართველოს დაზიანებული იმიჯი გამოსწორდეს, აუცილებელი წლევანდელ არჩევნებზე უარი ვუთხრათ ოლიგარქიას და დავუბრუნდეთ დემოკრატიულ განვითარებას. „ლელო საქართველოსთვის“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველ ნაბიჯს სწორედ საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისკენ გადადგამს და საფუძველს ჩაუყრის სამართლიან სახელმწიფოს", - განაცხადა მიქაუტაძემ. ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
პირობას ვდებ, რომ ოქტომბერში "ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ და აუცილებლად დავიწყებთ საუკუნის პროექტს
პირობას ვდებ ქართველი ხალხის წინაშე, რომ ოქტომბერში ჩვენ ,,ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ და საუკუნის პროექტს დავიწყებთ აუცილებლად, რასაც ანაკლია და ანაკლიის ქალაქი ჰქვია - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გააკეთა. გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნასთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველა დასკვნა მიუთითებს ერთსა და იმავე ფაქტს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და საქმეში არანაირი დანაშაული არ იკვეთება. "მე მგონია, რომ უკვე არ დარჩა დედამიწის ზურგზე ქვეყანა, ექსპერტი და ადამიანები, რომლებიც არ არიან ინფორმირებული ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ჯაფარიძის ე.წ. საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბოლო 2 წელია, მიმდინარეობს ჩვენ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენც დღეს წავიკითხეთ ეს დასკვნა, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ არის მომზადებული. ეს გახლავთ ავსტრალიელი ექსპერტი, რომელიც 30 წელია, ამ სფეროში მოღვაწეობს და ეს არის უკვე მერამდენე დასკვნა იმისა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, არამედ არანაირ დანაშაულს არ ჰქონია და ვერ ექნებოდა ბუნებაში ადგილი 12 წლის წინანდელ საქმეზე. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი პროკურატურის მიერ დასმული მოსამართლეების და საერთოდ, მართლმსაჯულების გაუკუღმართებული სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენ წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ეს საქმე. მამუკა ხაზარაძის თქმით, ,ქართულმა ოცნებამ" იმასაც მიაღწია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე ხმამაღლა თქვეს ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვძლიერდებით, ვიზრდებით და ეს იმის დასტურია, რომ მათ ეშინიათ და ამ შედეგს ჩვენ მათ ვაჩვენებთ ოქტომბერში, როცა ,,ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ბოლო 8 წელიწადია, ჩვენი ქვეყანა არის დამუხრუჭებული. საზოგადოება არის პოლარიზებული, მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. ,,ქართულმა ოცნებამ" იმასაც მიაღწია, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე ხმამაღლა თქვეს ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ნელა, რა თქმა უნდა, სამართალი ურმით მოძრაობსო, როგორც ქართული ანდაზა გვეუბნება, მაგრამ სამართალი აუცილებლად იზეიმებს და უკვე იზეიმა. მათ ვერ მოახერხეს ჩვენი დისკრედიტაცია ვერანაირად და ვერც მოახერხებდნენ. ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკუნის პროექტი - ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო. და ამის გზად აირჩიეს ჩემი და ბადრი ჯაფარიძის - ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქტორების დისკრედიტაცია, რაც მათ არ გამოუვიდათ. მე პირობას ვდებ ქართველი ხალხის წინაშე, რომ ოქტომბერში ჩვენ ,,ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ და საუკუნის პროექტს დავიწყებთ აუცილებლად, რასაც ანაკლია და ანაკლიის ქალაქი ჰქვია" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. პრესკონფერენციაზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პანდემიით სარგებლობს ხელისუფლება, ის ცდილობს, თავისი პოლიტიკური დივიდენტების მისაღებად გამოიყენოს და გააგრძელოს რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ,,ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. უნდა დასრულდეს ეს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ნორმალური განვითარება. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენ მოვახერხოთ კარგი შედეგების შენარჩუნება, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა არის ის, რომ პანდემიით სარგებლობს ხელისუფლება, ცდილობს, ის თავისი პოლიტიკური დივიდენტების მისაღებად გამოიყენოს და ცდილობს, გააგრძელოს რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს სრულიად დამოუკიდებელმა ცნობილმა ექსპერტმა გააკეთა დასკვნა, სადაც ამხილა პრაქტიკულად ეს 2 წლიანი პროცესი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს. ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტის გამოყენება ხდებოდა 2 წლის განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ რაც მთავარია, დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უნდა დავიწყოთ ამ მანკიერი სისტემის ნელ-ნელა გასტუმრება და ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას. ეს არის მთავარი მიზანი, ეს არის თავისუფლების ძირითადი წყარო - კანონის უზენაესობა და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
რუხის კლინიკიდან COVID 19-ით ინფიცირებული ქალი თბილისის ინფექციურში გადაიყვანეს
covid -19 ინფიცირებული ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან თბილისში, ინფექციურ საავდმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, რეფერირების მიზეზი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. "დამატებითი კვლევებია საჭირო. პაციენტი მისი ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, მკურნალობასა და კვლევებში დამატებითი ჩარევაა საჭირო, რაც თბილისის ინფექციურისთვის გაცილებით იოლად მოგვარებადია“, - ამბობენ რუხის კლინიკაში. კოვიდ19-ით ინფიცირებული ასაკოვანი ქალი ტრაილერის მღოლის კლასტერს მიეკუთვნება, რომელსაც ვირუსი გასულ კვირაში დაუდგინდა. რაც შეეხება ზოგად სურათს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე 94 პირის ანალიზი გამოიკვლიეს. არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორის იყვნენ სამედიცინო დაწესებულებაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული პაციენტები, საკარანტინო ზონაში და თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ასევე ტრაილერის მძღოლის 2 კონტაქტი. შეისწავლეს მედპერსონალის ბიოლოგიური მასალაც. ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. ამასთან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაამოწმეს რუხის საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტის ანალიზიც, რომელმაც მკურნალობის 14 დღიანი კურსი გაიარა. მას ჯერ კიდევ უფიქსირდება ახალი კორონავირუსი და შესაბამისად მკურნალობას აგრძელებს. პაციენტი შუა ხნის ქალია, რომელიც მანამდე ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. ის აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტის მკვიდრია.