ცეკვა წვიმაში

0
დღესაც ისევე დამათენდა ღამე აშარი, გარეთ კი წვიმის წვეთებს ჰქონდათ თურმე ღრეობა. ძნელი ყოფილა ვალსის ცეკვა მარტო წვიმაში, გულს ვნება სურდა-გამოტოვა წვიმის დღეობა. წარსულს მიგანდე სანატრელი თბილი და ტკბილი, იქ დაიტოვე ჩემი სულის თრთოლვა და ლტოლვა, დრო ჩავუცალე უნდობლობას უღვთო ხელებში, სულ არ ადარდებს ჩემი გულის მარტო ღრეობა! მომენატრე და გადავშალე, ჩავფურცლე წამი, მოგონებები ავამღვრიე-ღმერთს ვთხოვ შენდობას! რა საშინელი, უმოწყალო ყოფილა დარდი უთანასწორო ბრძოლა მიწევს მასთან მარტოკას! მე არ დავნებდი! კვლავ მოვხატე წმინდა სითეთრე და მოვიმარჯვე ჩემი ფუნჯი შენს "დასაპყრობად", მოვხატე წამი, სანუკვარი, შენით გამთბარი, კვლავ დაგიბრუნე ჩემი მუზა, რომელსაც ვლოცავ! ხათუნა ფერაძე 18.01.20
0