როგორ ავიმაღლოთ თავდაჯერებულობა! : 4 ნაბიჯი

1
თავდაჯერებულობა ეს ადამიანის ხასიათისა და ფსიქიკის შემადგენელი ნაწილია. ეს ხასიათის ერთგვარი გამოვლინება გვეხმარება მოქმედებითად მტკიცე ნაბიჯები გადავდგათ და მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზაცია სხვადასხვა გარემოში. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც არ გვაძლევს საშუალება ვიყოთ თავდაჯერებულები. ფაქტორების განხილვისას უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენში არსებობს ხმა, ეს ჩვენი შინაგანი ხმა არის, რომელიც მუდმივი კრიტისკენ არის მიმართული და ამ გზით გვაძლიერებს . კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს გარემოა, რომელიც გვაიძულებს ჩვენი უნარები შევზღუდოთ და დავთმოთ პოზიციები. დღევანდელ სტატიაში მე გასწავლით 4 ნაბიჯს თუ როგორ უნდა მოახერხოთ საკუთარ თავდაჯერებულობის ამაღლება:

1. ამოიცანი მტერი !

ჩვენი პირველი და ყველაზე მთავარი სვლა იმის გააზრება, რომ შინაგანი ხმა არასდროს ყოფილა ან იქნება ჩვენი მეგობარი. თითქმის ყოველთვის, როდესაც იგი გესაუბრებათ გმუხტავთ უარყოფითი ენერგიით, რის შემდგომაც გრძნობთ დაღლილობას, დეპრესიას აგრესიას, სირცხვილს და თვით-კრიტიკის უდიდეს სურვილს. შინაგანი ხმა გაიძულებთ დაინახოთ რა არის ცუდი თქვენში, იგი თქვენს ყურადღებას ბოროტად იყენებს და ჩრდილში აქცევს იმ დადებით თვისებებსა თუ უნარებს, რაც გაგაჩნიათ. თქვენი მიზანი არის, რომ შემდგომი მისი ვიზიტისას მოახდინოთ მისი დამორჩილება და კონტროლის ქვეშ ყოლა. თვითკრიტიკა შეძლებს თქვენი ემოციური მხარის გაკონტროლებას ამიტომ ერთადერთი, რაც შეგიძლია არის ის, რომ ენდოთ საკუთარ გონებას და დაამსხვრიოთ ის ილუზია რასაც იგი ქმნის. იმ შემთხვევაში თუ ეს ყოველივე გამოვიდათ დროა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე!

2. გაიცანი შენი თავი თვით-კრიტიკის გარაშე!

შენი შინაგანი ხმა არ გაძლევდა საშუალებას, რომ დაგენახა ვინ ხარ რეალურად შენ. მეორე ნაბიჯია, რომ დაინახო ვინ ხარ და რისი შესაძლებლობა ან რესურსი გაქვს ამჟამად. გადახედე შენს განვლილ გზას და დაფიქრდი, რისი გაკეთება შეძელი ამ დროის განმავლობაში. ჩამოწერე ყველა ის წარმატება, რასაც ცხოვრების განმავლობაში მიაღწიე. ამ სიაში შესაძლებელია შედიოდეს ისეთი წარმატებებიც, როგორიცაა სიგარეტისთვის თავის დანებება, ვარჯიშის დაწყება ან ნებისმიერი სხვა, რამ რამაც ფსიქოლგოიურად უფრო ძლიერ პიროვნებად გაქცია. იმის შემდგომ, რაც სიას შეადგენ ჩამოწერე ყველა იმ პიროვნების სახელი და გვარი ვინც ამ წარმატებების მიღწევაში დაგეხმარა ან საკუთარი წვლილი შეიტანა. ორივე სია შეინახე და მუდმივად, როდესაც ჩათვლი, რომ წარმატებას მიაღწიე შემატე მას ახალი წინადადებები. ეს ყველაფერი დაგეხმარება იმაში, რომ ვიზუალიზაცია მოახდინო შენი პროგრესის. მეორე ნაბიჯი გაჩვენებს თუ რამდენად დიდია შენი რესურსი იმასთან შედარებით ვიდრე ფიქრობდი.

3. შინაგანი ბალანსის დაცვა

იმის შემდეგ, რაც შინაგანი ხმის გაკონტროლებაც ისწავლე და საიც შეადგინე შენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ შექმნა ფსიქოლოგიური მეგობარი, რომელიც დააბალანსებს თვით კრიტიკას და არ მისცემს მას საშუალებ მოახდინოს გავლენა შენს ემოციებზე, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მოგეცემა საშუალება ობიექტურად შეაფასო ნებისმიერი სიტუაცია და აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილებები. შენი ახალი თანამგზავრი არ უნდა იყოს ის ვინც მოდუნების საშუალება მოგეცემს და შენს სიზამრაცის განვითარებას შეუწყობს ხელს. ახალი ხმა უნდა ჰგავდეს მეტად მშობელს ან კეთილ ადამიანს ვინც ნაკლები სიხისტით მოგაწვდის ნებისმიერი იდეას, რათა არ მოკლას შენში მოტივაცია და თვით შეფასება. იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის რთული იქნება მსგავსი შინაგანი ხმის პოვნა გირჩევთ, რომ წაიკითხოთ კრისტინ ნეფის წინგი თვით-თანაგრძნობა, რომელიც სამწუხაროდ ქართულად არ არის ნათარგმნი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შინაგანი ხმის ორივე მხარე თქვენში ისედაც არსებობს მესამე ნაბიჯში თქვენ უბრალოდ მის აღმოჩენას და სრულყოფას სწავლობთ. ზოგადად შინაგანი ხმა არ არის ცუდი თქვენი თავდაჯერებულობისათვის, უბრალოდ მისი ზოგიერთი მხარე ბოჭავს საკუთარი თავის რწმენას. იმის შემდეგ, რაც ისწავლით შინაგანი ხმის სხვადასხვა მხარის მოსმენას, იგი თქვენ ძალიან გამოგადგებათ!

4 შედარებითობა

მარკ ტვენმა ერთხელ თქვა“ შედარება სიხარულის ქურდია“ ერთ-ერთი ყველაზე სტრუქტურული გზა, რომ მოკლათ თქვენში თვით დაჯერებულობა არის საკუთარი თავის სხვებთან შედარება. შედარებითი იდეა კლავს შენს თვით- შეფასებას, რადგან შედარების დროს გიჩნდება აზრი თითქოს ამ კონკრეტული დროისთვის უკვე იქ უნდა იყო სადაც ვიღაც სხვა. შედარებითი იდეა სრულიად მცდარი და აბსურდულია, რადგან ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა სახის ცხოვრებისეული გამოცდილება და განვლილი გზა, რაც იმას ნიშნავს, რომ შედარებითობა შენში მხოლოდ მოტივაციას კლავს. ყოველი შენი წარმუმატებლობა და საკუთარი თავის შედარებულის წარმატება შენს შინაგან სამყარო გაანადგურებს. იმ შემთხვევაში თუ ამოხერხე წინამორბედი 3 ნაბიჯის გადადგა და შესრულება შენ უკვე იცი შენი ღირებულებები შენ მოახერხე საკუთრ თავში ჰარმონიის პროვნა ეს კი წარმოუდგენელი მიღწევაა, ამიტომ შეწყვიტე ნებისმიერ ადამინთან საკუთარი თავის შედარება და განაგრძე სვლა შენი ცხოვრებისეული გზით ჩახარე თავი და იმუშავე შენს თავზე და საქმეზე, რაც აუციელბლად გაგაძლიერებს და მოგცემს საშუალება მიხვდე, რომ ფიქრი შედარებითობაზე უბრალოდ არასწორი იყო. ესეც ასე თქვენ უკვე იცით ის 4 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ იმისთვის, რომ აიმაღლოთ თავდაჯერებულობა. ბონუსად მოგცემთ ერთ საინტერესო რჩევას. ყველაზე რთული ეტაპი თქვენთვის მეოთხე იქნება, რადგან შედარებითობა თვისებებში ყოველთვის საკმაოდ ღრმად იდგამს ფესვებს, თუმცა გახსოვდეთ ვინ ხართ თქვენ და დაიმახსოვრეთ, რომ თუ შეძლებთ საკმარისად გაძლიერებას შეძლებთ არმარტო საკუთარი თავის არამედ სამყაროს შეცვლასაც. სანამ დაგემშვიდობები კი მინდა გენიალური ადამიანის სიტყვები დაგიტოვოთ, რომელმაც ამ ყველაფრის კონტროლი ჩვენზე ბევრად ადრე ისწავლა., , საკუთარი თავის უნდა გწამდეს - ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონდეს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი". ჩარლზ ჩაპლინი წარმატებულ და სასიამოვნო ცხოვრებას გისურვებთ! სტატია მომზადებულია გოდერძი მარის მიერ სპეციალურად FEEDC- ისთვის!
1