7 მიზეზი, თუ რატომ (არ) უნდა ჩააბარო ქუთაისის (სხვა) უნივერსიტეტში

0
აბიტურიენტობა - პროფესიის არჩევა და სამომავლო გეგმების დაწყობა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. შენი მომავალი წყდება იმით, თუ რაზე გააგრძელებ სწავლას , მაგრამ არანაკლებ პრიორიტეტულია სად გააკეთებ ამას, რადგან გარემოც ისევე აყალიბებს ადამიანს, როგორც პროფესია. ასე, რომ სანამ საბოლოოდ გადაწყვეტ, რომელ უნივერსიტეტს დაუკავშირო ცხოვრება, გქონდეს დამაჯერებელი პასუხები შეკთხვაზე, თუ რატომ არის ეს უნივერისტეტი საუკეთესო არჩევანი შენთვის. . ამ შეკითხვაზე ახლა ქუთაისის უნივერსიტეტის მაგალითით გიპასუხებთ.

1. საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამები

ქუთაისის უნივერსიტეტი ახორციელებს როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის სფეროში არსებულ ყველა სტანდარტს და დიპლომი ვალიდურია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

2. უნივერსიტეტელების სულისკვეთება

UNIK-ელებს აერთიანებთ ინდივიდუალიზმი , პიროვნული განვითარების სურვილი და ერთმანეთის შეხედულებების პატივისცემა.

3. თანამედროვე გარემო

საუნივერსიტეტო სივრცე სრულიად აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სტუდენტებისთვის კომფორტული გარემოთი. UNIK-ში ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სამეცნიერო, სასწავლო ლაბორატორიები და შემეცნებით-შემოქმედებითი CREALAB-ი, რომელიც მუდმივად ღიაა ჩვენი სტუდენტებისა და დაინტერესებული სკოლის მოსწვალეებისთვის. სტუდენტების სოციალიზაციისა და განტვირთვისთვის უნივერსიტეტში გამოყოფილია სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ გაერთონ ისეთი სამაგიდო თამაშებითა და კონსოლებით, როგორებიცაა AIR HOKEY, MINI SOCCER, SONY PLAYSTATION

4. ენთუზიასტი ლექტორები

პრაქტიკოსი , განვითარებაზე ორიენტირებული ლექტორების გუნდი უნივერისიტეტის მთავარი ძალაა. ცოდნის გაზიარება და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა მათი მოწოდებაა.

5. უფასო სწავლის შანსი

თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მინიმუმ 60 ქულას აიღებ, უნივერსიტეტის შიდა 100%-იანი გრანტის მფლობელი გახდება. ასევე, უნივერსიტეტს აქვს შიდა გრანტები, სტიპენდიები( დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ http://unik.edu.ge/TuitionFeesAndScholarships )

6. გაცვლითი პროგრამები

ქუთაისის უნივერსიტეტი შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა გაცვლით სასწვლო პროგრამებში თურქეთის, ბალტიისა და სკანდინავიის რეგიონის ქვეყნების, პოლონეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში; პრაქტიკულ სტაჟირებებზე გერმანიასა და აშშ-ში; Erasmus + პროგრამებით გათვალისწინებულ ტრენინგებს, კვლევებსა და სტაჟირებებში; სამეცნიერო კონფერენციებში მსოფლიოს მასშტაბით.

7. გამოცდილება და დასაქმება

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა საერთაშორისო, ეროვნულ და შიდა კონფერენციებსა თუ სამიტებზე მონაწილეობის. . ქუთაისის უნივერსიტეტiს პარტნიოროები არიან საქართველოში სხვადასხვა სფეროს წამყვანი კომპანანიები, სადაც გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩვენი სტუდენტების კანდიდატურა პრიორიტეტულია.
0