ქართული როკვა და რაჭული ფესტივალის მნიშვნელობა

0
2020 მალე დასრულდება. საშინელი წელი იყო. მაგრამ აგვისტოში, რაჭაში ძალიან კარგი ამბები ხდებოდა. და რა მოხდა რაჭაში? როკვა 2020
თითქოს ჩვეულებრივმა, საშუალო დონისა და ზომის ფესტივალმა, წელს ახალი სიმაღლეები დაიპყრო. ორი წლის გამოცდილების მიუხედავად (რა თქმა უნდა პანდემიის დახმარებით) რაჭაში დიდი რაოდენობის მსმენელი ჩაიყვანეს და სრულიად ქართული "ლაინ-აფით", ორი დღით მაინც, დაგვავიწყეს პანდემიის ნეგატიური გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. თურმე შესაძლებელი ყოფილა არა? ქართველი ტოპ-არტისტებით დაკომპლექტებული ფესტივალი იმაზე უკეთესი გამოდგა ვიდრე ვინმეს ეგონა.
© Alex Ruadze არტისტებმა, მთავარ სცენაზე, საოცარი ცოცხალი შესრულებები შემოგვთავაზეს. ღამით კი ქართული წამყვანი კლუბების ("ბასიანი" და "ხიდი") რეზიდენტებმა ღირსეულად დაასრულეს საფესტივალო დღეები.
© Alex Ruadze მოკლედ, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მივიწყებულ კუთხეში, საოცარი ბუნების ფონზე, დაახლოებით ოთხი ათას ადამიანს გვქონდა ბედნიერება, ისევ, ღია ცის ქვეშ ჩატარებული ფესტივალისთვის დამახასიათებელი ემოციებით დავმუხტულიყავით, თან ეს ემოციები სრულიად ქართული საწყისებიდან მოდიოდა. ურთულესი სამუშაო პირობების, ბუნებრივი კატასტროფების, ლოკაციის ცვლილების, ხელშეუწყობი ამინდის მიუხედავად ფესტივალი შედგა!
© Alex Ruadze ნელ-ნელა კი აგვისტოს თვეს რაჭა და როკვა ფესტივალი ისაკუთრებენ და ძალიან სასიხარულო იქნება, თუ გააგრძელებენ ქართველი არტისტების დასაქმებასა და პოპულარიზაციას. ვიაროთ რაჭაში, ვიაროთ როკვაზე, ხელი შევუწყოთ ქართველი არტისტებისა და ქართული სცენის განვითარებას. დავიმახსოვროთ, რომ ქართული არ ნიშნავს აუცილებლად საუკეთესოს, მაგრამ რაც კარგია ეგ დავაფასოთ.
2020-ის ნათელი წერტილები
#1
#როკვა
#ფესტივალი
#ქართული
#მუსიკა
0