დღეს განვიხილავთ ‘’მოჩვენებების მიერ გატაცებული’’ - ში, მითოლოგიურ და ფოლკლორულ კავშირებს.
ტორი - გზა სულების სამყაროში.
პირველი რაც გვხვდება, ეს არის მისტიკური ხავსით დაფარული გვირაბი, საიდანაც იწყება სპირიტუალური სამყაროს ქრონიკები. თუმცა ტიხირო და მისი მშობლები უკვე მაშინ ჩნდებიან უცხო სულების განზომილებაში, როდესაც გადაკვეთავენ ეგრედწოდებულ ტორის ( Torii ) კარიბჭეს, რისი გავლითაც კამის (kami) ანუ ღმერთების სამყაროში შეაბიჯებენ.
Kamikakushi - ანუ მოჩვენებების მიერ გატაცებული.
ღმერთის მიერ წაყვანილი, იაპონიაში ამ სიტყვას იყენებენ ადამიანის მოულოდნელი გაუჩინარების ან სიკვდილის შემთხვევაში. და როდესაც ტყესა და მთებში მარტოდ მოხეტიალე ადამიანი აღმოჩნდება, მას აუცილებლად გაიტაცებს რომელიმე ტენგუ (tengu) ანუ მთის სული.
ჯიუფენი - ჯადოსნური სამზარეულოს ქუჩა.
ტიხიროს და მის მშობლებს საუცხოო სანახაობა ხვდებათ გვირაბის მიღმა, მთა-გორების გავლით ხვდებიან განათებულ ქუჩას, მადისამღძვრელ სურნელებს და მრავალფეროვანი საკვებით სავსე რესტორნებს, ალბათ გაგახარებთ თუ გეტყვით რომ ასეთი ადგილი რეალურად არსებობს. ჰაიაო მიაძაკიმ ეს ინსპირაცია ჯიუფენის (jiuufen) ქუჩებიდან მიიღო, ადგილი სადაც ჩირაღდნებით განათებული კიბეები ერთმანეთს მიუყვებიან და მაგიურ სანახაობას გვპირდებიან.
იუ-ბაბა და უბასუტე.
ახლა კი ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟის ჯერია, იუ-ბაბა. აბანო-სასტუმროს მფლობელი, სამყაროს ყველა ღმერთისა და სულის მასპინძელი. ჰაიაო მიაძაკიმ მთავარი ინსპირაცია მის შესაქმნელად, იუმა-უბა - სგან მიიღო, იაპონური ფოლკლორის გმირი, მთის ჯადოქარი, კანიბალი დემონი, რომელიც მოხუცებული, მისი რჩენით გაწვალებულმა შვილებმა მთებში დატოვეს, ამ აქტს უბასუტე (Ubasute) ეწოდება, რაც ადრეულ იაპონიაში იყო გავრცელებული.
ჰაკუ, ერთგული მეგობარი.
გოგონას ყურადღება თავიდანვე მიიპყრო, მისი ნდობა და სიყვარულიც მოიპოვა. აღსანიშნავია ჰაკუს ტრანსფორმაცია, იაპონურ მითოლოგიაში ამ არსებას წყლის დრაკონს უწოდებენ (Mizuchi) იაპონელები მიიჩნევდნენ რომ ის, წყლის ღვთაება იყო.
უსახო, შენი აჩრდილი.
და ბოლოს, ყველასთვის საყვარელი და იდუმალი პერსონაჟი უსახო, მას რაიმე მითლოგიური წყარო არ გააჩნია, უსახო მიაძაკის ფატნაზიის ნაყოფია, და ადამიანის ფარულ მხარეს ასახავს, რასაც იაპონელები ( Kaonashi)- ს უწოდებენ. მარტოსული, კომპლექსური ადამიანი, რომელიც სხვისი ენერგიით, სიხარულით სიყვარულით იკვებება და ასე ვთქვათ, შენი მუდმივი აჩრდილია. შემქმნელმა ამ პერსონაჟს, ცდუნების სული უწოდა, ‘’ ტანჯვას იწვევს სურვილი. ტანჯვის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზაა სურვილის უარყოფა. ‘’ ამბობს მიაძაკი.
ანიმეში მოთავსებული, უამრავი მოვლენა იაპონური მითოლოგიიდან, ფოლკლორიდან და კულტურიდან გამომდინარეობს, ზუსტად ეს ხდის მათ ძალზედ საინტერესოს მიმზიდველს და მისტიკურს.
ამ სტატიას კი ჰაიაო მიაძაკის სიტყვებით დავასრულებ : ‘’ ყველა პერსონაჟს მისი განსაკუთრებული ისტორია აქვს, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთ დიდ გასაოცარ წარმოდგენას გვიქმნიან, ჩვენი სიცოცხლე ჰგავს მუსიკას, ჰარმონიულად ვერწყმით ერთმანეთს და თითოეული ჩვენგანგანში გაედინება წარსულში ჩავლილი წყალი, რომელიც იტევს ადამიანური ყოფის ისტორიას ‘’