0
‘’ფილმი 5 -სიკვდილი ეზოში ორი ძაღლი გვყავს .ჩვენი ძაღლები არიან-ყველასი. დილით კორპუსიდან გამოსულ ყველა ადამიანს მიაცილებენ საკუთარ მანქანამდე ან ავტობუსის გაჩერებამე. ჩვენი ძაღლები არიან . შემოსულ უცხოებს უყეფენ და ალმაცერად აკვირდებიან. წლებია ასე ცხოვრობენ , ერთად და ცოტა გაჭირვებით იმიტომ, რომ ამ ეზოში ყველა ასე ცხოვრობს. აღარც მახსოვს რამდენი წელია გასული მას მერე, რაც მათი რიტუალი ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიყვარს, როცა მათ ვუყურებ , მაშინ ვგრძნობ, რომ ყველაფერი ადამიანების გამოგონილი მახინჯი წესდება არ არის. ჩვენი ძაღლებისთვის არვის უთქვამს, რომ მანქანის კარებამდე ან ავტობუსის გაჩერებამდე მიეცილებინა , ამას თვოთონ აკეთებენ -სიყვარულით . მაგ დროს ვხვდები, რომ ჩვენც ვაკეთებთ სიყვარულით რაღაცებს , ოღონდ უფრო იშვიათად. დღეს, როცა ამ ფილმის ნახვის ჯერი მოვიდა ვნახე , რომ მხოლოდ ერთი ფეხზე მდგარი ძაღლი გვყავდა . მეორე მიწაზე იწვა და არ ინძრეოდა , ფეხზე დამდგარი მანქანის კარებამდე და ავტობუსის გაჩერებამდე არავის აცილებდა . იდგა მარტო და დუმილით გლოვობდა. და ყველაზე ნამდვილი არის გლოვა, რომელიც გამუნჯებს . დღეს მე მოვისმინე ძაღლის გარდაცვალება.”
0