„ჩოხით ვაპირებ“ – რას წერზურა ჯაფარიძემ პარლამენტის პირველ სხდომასზე
Tbilisi Daily
„ჩოხით ვაპირებ“ – ზურა ჯაფარიძემ პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღო
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სმს შეტყობინებას აქვეყნებს. რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგს ეხება.
ჯაფარიძე, რომელიც აცხადებს, რომ დეპუტატის მანდატით პარლამენტში არ შევა, სოციალურ ქსელში პარლამენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ შეტყობინეას, სარკაზმით პასუხობს. “ჩოხით ვაპირებ“.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება.
განკარგულების თანახმად, სხდომა 12:00 საათზე დაინიშნა.