ცხინვალში საკარანტინო ზონიდან 25 სტუდენტი გაიქცა
Gori Daily
ცხინვალში, საკარანტინო ზონიდან, რუსეთის სამხედრო სასწავლებლის 25 სტუდენტი გაიქცა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აღნიშნული სტუდენტები, რუსეთიდან მაისის დასაწყისში დაბრუნდნენ და მას შემდეგ, რესპუბლიკურ მულტიმედიცინურ ცენტრში, კარანტინში იმყოფებოდნენ. მათ დაწესებულება ოთხშაბათს თვითნებურად დატოვეს.
"შუადღეს, დაახლოებით ორ საათზე, რამოდენიმე ახალგაზრდამ, საკუთარი ჩანთები ავტომობილში მოათავსეს და გაემგზავრნენ. თავიდან ჩავთვალე, რომ მათ საკარანტინო პერიოდი დაუმთავრდათ, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, ისინინ თვითნებურად მოქმედებდნენ და უნებართვოდ ტოვებდნენ ტერიტორიას. მოგვიანებით, ადგილზე პოლიციის და ხალხის თავმოყრა დაიწყო,შემდგომ კი პოლიციელები მათ გამოედევნენ. ", - აცხადებს თვითმხილველი.
მოგვიანებით, აღნიშნული პირები ისევ დააბრუნეს საკარანტინო ზონაში. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი რამ მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც, როდესაც ასევე, რუსეთის სამხედრო სასწავლებლის სტუდენტებმა, თვითნებურად დატოვეს საკარანტინო ზონა. მოგვიანებით მათ მიმართ სადისციპლინო ზომები არ მიიღეს, კერძოდ საუბარია უნივერსიტეტიდან გარიცხვაზე. თუმცა ცხინვალში აღნიშნულ ინციდენტზე, ჯერ-ჯერობით კომენტარი არავის გაუკეთებია.
ამ დროისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთში ნაადრევად შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო, 250 კადეტია დაბრუნებული, მათ დაბრუნების შემდგომ, ორ კვირიან კარანტინში ამწესებენ. დღევანდელი დღის მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, კორონა ვირუსით დაინფიცირების სულ 34 შემთხვევაა დაფიქსირებული.
#ცხინვალისრეგიონი
#ოკუპაცია
#კარანტინი
#goridaily