როგორ უნდა დავლიოთ წყალი სწორად?

0
გაუწყლოება უარყოფითად მოქმედებს შრომის უნარზე. კვლევამ აჩვენა, რომ სპორტსმენები, რომელთა ორგანიზმიც აქტიურად გამოყოფს სითხეს, სწრაფად განიცდიან ძლიერ სისუსტეს და კარგავენ ენერგიას. ზომიერი გაუწყლოებაც კი უარყოფითად მოქმედებს განწყობასა და კონცენტრაციის უნარზე.

როგორ ავიცილოთ გაუწყლოება?

გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო საშუალებაა წყლის დალევა. ამერიკის მედიცინის ნაციონალური აკადემიის რეკომენდაციით, საჭიროა დღეში 2700- 3700-მლ სითხის მიღება, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა სწორად. ერთიანად დიდი რაოდენობით წყლის მიღება არაა ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნების საუკეთესო და ეფექტური საშუალება.

რა სიხშირით უნდ დავლიოთ წყალი?

წყალი ან სხვა სასმელი უნდა დალიოთ დრო და დრო მცირე რაოდენობით. ეს დაიცავს თირკმელებს გადატვირთვისაგან და ორგანიზმში მეტი სითხე შენარჩუნდება. მნიშვნელოვანია, წყალი დალიოთ ჭამამდე.

როგორ შევინარჩუნოთ ორგანიზმში სითხის ოპტიმალური დონე?

ორგანიზმში სითხის ოპტიმალური დონის შეასანარჩუნებლად მთელი დღის განმავლობაში წყალი მიიღეთ მცირე რაოდენობით. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე წყლით სავსე ჭიქების დაცლა ჭამათა შორის შუალედებში.
#news
#opinion
#health
#forhealth
#water
#howdrinkwater
#healthylife
Tbilisi
0