4 votes
1 comments
0 shares
Save
7 views
Giorgi Tsiklauri
Tbilisi · 1 year ago

გამარჯობა


Giorgi Tsiklauri
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
რა ჩვევებს უნდა დავემშვიდობოთ?
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად რაღაც იცვლება და ახალი რიტუალები ჩნდება. მეცნიერების განმარტებით, სულ რაღაც 20 წლის წინ რომ გვენახა ადამიანი, რომელიც ქუჩაში მარტო მიდის, ხმამაღლა საუბრობს და ამ ყველაფერს ჟესტებით „აფორმებს“, აუცილებლად გვერდს ავუქცევდით. დღეს უკვე უკაბელო კავშირი საკუთარ ტელეფონთან ჩვეულებრივი მოვლენაა. მიმდინარე პანდემიამ კითხვის ნიშნები არაერთ ჩვევას დაუსვა. მათ შორის არის ხელის ჩამორთმევის კულტურა, რაც მისალმების თანმხლები ქმედება იყო. დღეს უკვე ასე თითქმის აღარავინ იქცევა. შეიძლება ვაცნობიერებთ, რომ ხელის ჩამორთმევა საშიში გახდა, მაგრამ ერთგვარს დისკომფორტს ეს სიტუაცია თითქოს მაინც ქმნის. ინდური სტარტაპი Colive-ი მომხმარებლებს თავიანთი პირველი დამოუკიდებელი საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება. როგორც წესი, აქ საუბარია თანამედროვე ბინებზე, რომელთაც საერთო სამზარეულო და ცალკე ოთახები აქვთ. მსგავს ადგილებში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. როგორც წესი, ესენი სტუდენტები არიან. კარანტინის დაწყებისთანავე Colive-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა დააკლდათ მათ კლიენტებს ყველაზე მეტად. აღმოჩნდა, რომ ეს არის მისალმების დროს ტრადიციული და გულთბილი ხელის ჩამორთმევა და ჩახუტება, რაც მხოლოდ ერთმა სიტყვამ ჩაანაცვლა - "გამარჯობა". ბრიტანულმა საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანია Legal & General– მა მოამზადა მოხსენება (ორი ათასი ადამიანის გამოკითხვის საფუძველზე), რომლის მიხედვითაც კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებმა ხარჯები ოთხ მთავარ კატეგორიად დაჰყვეს: საკვები, ალკოჰოლი, ონლაინ-გასართობი და ჰობი. ამ მიმართულებით გამოკითხულმა რესპონდენტებმა 10% - ით მეტის დახარჯვა დაიწყეს, ვიდრე - კარანტინამდე პერიოდში (საშუალოდ 107 ფუნტი კვირაში). Legal & General-ის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ზრდასრულებმა ინდივიდუალური სპორტული დატვირთვის (როგორც წესი, აქ საუბარია პარკში სირბილზე) ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წუთით გაზარდეს, ვიდრე ეს კარანტინამდე ხდებოდა. ვიდეოზარებით კომუნიკაციის წილმა კი დღის წესრიგში კვირაში 2 საათზე მეტით მოიმატა. ბრიტანულმა რეგიონულმა გამოცემამ New Post Leader- მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ინტერნეტ-პროვაიდერმა Hyperoptic-მა ჩაატარა. გამოიკითხა 2 ათასამდე ადამიანი და ამის მიხედვით, ბრიტანელებში 50 ყველაზე პოპულარული საკარანტინო საქმიანობის ჩამონათვალი შედგა. პირველი სამი ადგილი სერიალების ყურებამ, ონლაინ-შოპინგმა და ნათესავებთან ვიდეოკონფერენციებმა დაიკავა. 23-ე პოზიციაზე - ზოოპარკში ვირტუალური მოგზაურობა , 27-ე ადგილზე - ფილმების ყურება მეგობრებთან ერთად (თითოეული თავის ბინაში), 49-ე და 50-ე პოზიციაზე კი - სხვისი ქორწილებისა და დაკრძალვების ყურება (კვლევაში მითითებული არ არის, კონკრეტულად როგორ) აღმოჩნდა.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
როგორ გახდე სრულყოფილი ?
გამოიძინე. ნუ გასცემ რჩევა-დარიგებებს. კბილებს და ღრძილებს მიხედე. იმის ნუ შეგეშინდება, რასაც ვერ აკონტროლებ. ნუ შეგეშინდება, მაგალითად, იმის, რომ როცა გძინავს, სახლი ჩამოიქცევა, ან იმის, რომ ის, ვინც გიყვარს, შეიძლება, უცებ მოკვდეს. ყოველ დილას ჭამე ფორთოხალი. იყავი კეთილგანწყობილი. ეს ბედნიერებამდე მიგიყვანს. კვირაში ოთხჯერ ზუსტად 20 წუთი აკეთე ის, რაც გსიამოვნებს, ისე, რომ გულისცემა წუთში 120-მდე აგივიდეს. ყველაფრის იმედი გქონდეს. გარდა არაფრისა. იმას მოუფრთხილდი, რაც სახლთან გაკავშირებს. ვიდრე სამყაროს გადაარჩენ, ჯერ სახლი გამართე. სამყარო მერე გადაარჩინე. იცოდე, რომ სურვილი, იყო სრულყოფილი, ალბათ სხვა სურვილის ფარული გამოხატვაა – ვინმეს უყვარდე, ან არ მოკვდე. ხეს თვალებში უყურე. სკეპტიკურად განეწყვე ყველა მოსაზრების მიმართ, მაგრამ ეცადე თითოეულში რამე ღირებული დაინახო. ისე ჩაიცვი, რომ შენც გსიამოვნებდეს და შენ ირგვლივ სხვებსაც. სწრაფად არ ილაპარაკო. ყოველდღე რაღაც მაინც ისწავლე. (Dzien dobre!) კარგად მოექეცი სხვებს, ვიდრე მათ ცუდად მოქცევის საბაბი არ მიეცემათ. გულში ბრაზს ერთ კვირაზე მეტხანს ნუ ჩაიტოვებ, თუმცა, ნუ დაივიწყებ, რამ გაგაბრაზა. ბრაზი ხელში მინის ბურთივით დაიჭირე, მკლავი გაშალე და დააკვირდი. შემდეგ ისიც შენს მინის ბურთების კოლექციას დაუმატე. იყავი ერთგული. ჩაიცვი მოხერხებული ფეხსაცმელი. ისეთი საქმიანობა შეარჩიე, რომელიც შენს წონასწორობასა და მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. თუნდაც აუტანლად გეჩვენებოდნენ, ხნიერ ადამიანებს კეთილად მოეპყარი, როცა მოხუცდები, კეთილად მოეპყარი ახალგაზრდებს. ნუ ესვრი ხელჯოხს, როცა ბაბუას დაგიძახებენ. შენი შვილიშვილები არიან! იყოლიე ცხოველი. ბევრ ხალხთან მაინცდამაინც დიდ დროს ნუ გაატარებ. თუ დახმარება გჭირდება, ითხოვე. შეარჩიე დახვეწილი პოზა და ივარჯიშე, ვიდრე ძვალ-რბილში არ გაგიჯდება. თუ ვინმე შვილს მოგიკლავს, იარაღი აიღე და ტვინი გაასხმევინე. დღე ისე დაგეგმე, რომ სულ არ ჩქარობდე. გამოხატე მადლიერება მათ მიმართ, ვინც შენთვის რაღაცას აკეთებს, თუნდაც მათ ფულს უხდიდე, ან თუნდაც იმას გიკეთებდნენ, რაც არ გითხოვია. ფულს, რომელიც შეგეძლო გაჭირვებულებისთვის მიგეცა, ქარს ნუ გაატან. იცოდე, რომ საზოგადოება განუვითარებელია. მაშინ ივიშვიშე, როცა ნახავ, რომ ის იმაზე ბევრად განუვითარებელია, ვიდრე წარმოგედგინა. როცა რამეს ითხოვებ, უკან უკეთეს მდგომარეობაში დააბრუნე. მაქსიმალურად ეცადე, პლასტმასისა და ლითონის ნაცვლად ხის ნივთები გამოიყენო. აი, იქ, ჩიტს გახედე. სადილის შემდეგ დარეცხე ჭურჭელი. შეინარჩუნე სიმშვიდე. ნახე უცხო ქვეყნები, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ხალხს შენი მოკვლის სურვილი გაუჩნდება. ნუ ელი, რომ შვილებს ეყვარები, თუმცა, თუ თავად მოინდომებენ, ესეც შესაძლებელია. იფიქრე სულიერებაზე. და თუ მოგეწონება, შეგიძლია უფრო შორსაც წახვიდე. მაინც, რა არის იქ (შიგნით)? ზოგჯერ იმღერე. არასოდეს დააგვიანო, მაგრამ როცა დააგვიანებ, დაწვრილებით ახსნა-განმარტებას ნუ მოამზადებ. ნურც ზედმეტად თვითკრიტიკული იქნები, და ნურც ზედმეტად თავდაჯერებული. არ იფიქრო, რომ პროგრესი არსებობს. არ არსებობს. კიბეზე ფეხით ადი. კანიბალიზმზე არც კი იფიქრო. წარმოიდგინე, რა გინდა მოხდეს და არაფერი გააკეთო ისეთი, რაც ამის ახდენას ხელს შეუშლის. ტელეფონი კვირაში ორჯერ მაინც აიღე ხელში. დაწმინდე ფანჯრები. პირადი ამბიციების კვალიც კი გაანადგურე. სიტყვას გაანადგურე ძალიან ხშირად ნუ გამოიყენებ. ზოგჯერ მიუტევე სამშობლოს. თუ ვერ შეძლებ, სხვა ქვეყანაში გადადი. თუ დაიღლები, დაისვენე. გაზარდე მცენარე. ნუ იხეტიალებ სადგურიდან სადგურზე ბურტყუნით „მაინც ყველანი დავიხოცებით" . ნამდვილ მეგობრებს შორის იყოლიე ადამიანები შენი ცხოვრების სხვადასხვა სადგურიდან. დააფასე მარტივი სიამოვნება, მაგალითად, ღეჭვის სიამოვნება, გრილი სიოთი, თუ ზურგზე თბილი წყლის ნაკადით მიღებული სიამოვნება, ჩაძინების სიამოვნება. ნუ წამოიყვირებ, „განა საოცრება არაა ტექნოლოგია!" ისწავლე, როგორ გაიმაგრო კუნთები. და ყოველდღე გაიმაგრე. იმის გამო ნუ იდარდებ, რომ ბერდები. ამით თავს უფრო ბებრად იგრძნობ. რაც ნამდვილად სადარდებელია. ერთდროულად მხოლოდ ერთი საქმე აკეთე. თუ თითს დაიწვავ, მაშინვე ცივ წყალში ჩაყავი. თუ თითს ჩაქუჩით დაიჩეჩქვავ, ოცი წუთით ხელი ზემოთ ასწიე, შეიგრძენი სიცივისა და მიზიდულობის ძალის სამკურნალო თვისებები. ისწავლე, ყურისწამღებად როგორ უსტვინო. კრიზისის დროს შეინარჩუნე სიმშვიდე. რაც უფრო კრიტიკულია სიტუაცია, მით უფრო მშვიდად უნდა იყო. დატკბი სექსით, მაგრამ აკვიატებად ნუ გადააქცევ. გარდა იმ მცირე პერიოდებისა, როცა მოზარდი ხარ, ან ახალგაზრდა, ან შუა ხნის, ან მოხუცი. ყველაფრის საპირისპირო მხარე განჭვრიტე. თუ უცებ აღმოჩნდება, რომ ოკეანეში ძალიან ღრმად შეცურე და შიშისგან გაშეშდები, მობრუნდი და სამაშველო ნავისკენ გაცურე. არ ჩაკლა ბავშვი საკუთარ თავში. წერილებს მაშინვე უპასუხე. კონვერტს ლამაზი მარკები დააკარი, როგორიცაა, მაგალითად, ტორნადოს სურათი. დროდადრო იტირე, ოღონდ, როცა მარტო იქნები. მერე დააფასე, ის, რომ თავს ბევრად უკეთ იგრძნობ. კვამლი არ ჩაისუნთქო. ღრმად ისუნთქე. პოლიციელს არ გაეჭიმო. ვიდრე ქუჩის გადასასვლელს არ მიადგები, ტროტუარზე იარე. ტროტუარიდან უყურე ადამიანებს, რომლებიც ცოფიან მანქანებს შორის არიან გაჭედილები. კარგად მოიქეცი. სხვადასხვა ქუჩაში ისეირნე. უკან-უკან. გახსოვდეს სილამაზე, რომელიც არსებობს, და ჭეშმარიტება, რომელიც არ არსებობს. იცოდე, რომ წარმოდგენა ჭეშმარიტების შესახებ არაა ისეთი ძლიერი, როგორიცაა წარმოდგენა მშვენიერების შესახებ. არასოდეს მოხვდე ციხეში. სიბერეში გახდი მისტიკოსი. ქოლგეითის თარტარ ჩონტროლ ფორმულა კბილის პასტა გამოიყენე. მოინახულე ნაცნობ-მეგობრები საავადმყოფოში. როცა მიხვდები, რომ შენი წასვლის დროა, წადი. იყავი გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ, და დიპლომატიური სხვების მიმართ. ხშირად არ გაგიჟდე. დროის ფლანგვაა და სხვა არაფერი. წაიკითხე და მერე დროდადრო გადაიკითხე დიადი წიგნები. ორმო ნიჩბით ამოთხარე. ზამთარში, ვიდრე დაწვები, საძინებელი დაატენიანე. იცოდე, რომ იდეალურ შემთხვევად მიჩნეულია 300 ქულა ბოულინგში, 27 უკუმგდებელი და 27 აუთგეიმი ბეისბოლში. სვი ბევრი წყალი. როცა გკითხავენ, რას დალევ, უპასუხე, „წყალს, თუ შეიძლება". იკითხე „სად არის ტუალეტი?" და არა „სად შეიძლება მოვშარდო?" საგნებს კეთილად მოეპყარი. ორმოცი წლიდან ყოველ მეორე წელს სრული გამოკვლევა ჩაიტარე ექიმთან, რომელსაც ენდობი და მოგწონს. გაზეთი წელიწადში ერთხელ წაიკითხე. ისწავლე, როგორაა ჩინურად „გამარჯობა", „ნახვამდის" და „ჩხირები". აბოყინე და აკუე, ოღონდ შენთვის. უცხოელებს განსაკუთრებული სითბო აჩვენე. იარე ჩრდილების თეატრში და წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთი გმირი თავად ხარ. ან ყველა მათგანი. ნაგავი გადაყარე. გიყვარდეს ცხოვრება. თანხა ზუსტად გადაიხადე. როცა გარეთ ისვრიან, ფანჯარასთან ნუ მიხვალ. წყარო: indigo.com.ge
კონემიკა საინფორმაციო
Tbilisi · 3 months ago
"მენტალური დაავადება მჭირს, ნება მომეცით, მოვკვდე"
2016 წელს კანადამ მიიღო კანონპროექტი სახელწოდებით C-14, რომელმაც ლეგალური გახადა სამედიცინო დახმარებით თვითმკვლელობა განუკურნებელი ან ისეთი ადამიანებისთვის, რომელთა სიკვდილიც მოსალოდნელია. კანონპროექტი გამორიცხავდა მენტალური დაავადების მქონე ადამიანებს. ფოტოზე ხედავთ ადამ მეიერ-კლეიტონს, რომელიც იბრძოდა მენტალური დაავადების მქონე ადამიანებისთვის სამედიცინო თვითმკვლელობის უფლების მოპოვებისთვის. BBC-სთან ინტერვიუში ადამის მშობლები იხსენებენ: ‘’ბედნიერი ბავშვი იყო, ენერგიის ბურთი. ყოველ პარასკევ საღამოს ‘’ბოსტონის პიცაში’’ მიგვყავდა, სულ აქეთ-იქით სირბილი და ხალხთან ლაპარაკი უნდოდა, ძალიან კომუნიკაბელური იყო, ხელებს გადაიჯვარედინებდა ხოლმე, უცნობთან მივიდოდა და ეტყოდა, ‘’გამარჯობა, მე ადამი ვარ!’’ ადამი ებრძოდა შფოთვით აშლილობას, ხასიათის ცვალებადობას და OCD-ს(ობსესიურ-კომპულსური აშლილობა) ბავშვობიდან. ადამის მამა: ‘’ფეხბურთზე შევიყვანეთ, საიდანაც გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი, ისეთი რაღაცების კეთების სურვილი უჩნდებოდა, რაც თამაშში ხელს უშლიდა. მაგალითად, თითების წვალების, ამიტომ თამაშის დაწყებამდე წებოვან ქაღალდს გადაირკავდა ხოლმე, რომ ეს ვეღარ შესძლებოდა.’’ 23 წლის ასაკში ადამს დაეწყო მწვავე ტკივილები, რომელთა ახსნასაც ექიმები ვერ პოულობდნენ. საბოლოოდ, სომატური სიმპტომის აშლილობის დიაგნოზი გამოუტანეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ტვინს შეუძლია სხეულისათვის მწვავე ფიზიკური ტკივილის მიყენება. ადამი დაავადების შესახებ თავის ‘’იუთუბ’’ არხზე საუბრობდა: ‘’ტვინი ტკივილს ჰქმნის ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რადგან ტკივილი ტვინიდან მოდის, ამიტომ ეს მენტალური დაღვევაა, მაგრამ არა ტიპური მენტალური დარღვევა, როგორიცაა, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი, შიზოფრენია და სხვა. დავუშვათ, ახლა თუ სრულ სიჩუმეში ვზივარ და გონება-გათიშული ვარ, ჩემი ტკივილის დონე მინიმუმი იქნება, ალბათ, ყველაზე მინიმუმი, რასაც მთელი დღის მანძილზე განვიცდი. თუ წიგნს ავიღებ და კითხვას დავიწყებ, ტკივილი ჩემს თავში იმდენად დიდი იქნება, რომ პირველ რიგში, კითხვის შეწყვეტა და შემდეგ სადმე წასვლა და ბევრჯერ ღრმად ჩასუნთქვა მომიწევს.’’ ადამის მამა: ‘’თითქოს, მთელი ჩემი ტანი შიგნიდან მჟავით იწვის’’, ამბობდა ხოლმე, ‘’ჩემი თვალების მიღმაა, ჩემს შუბლში, თავში, კისერში, მკერდში, ზურგში..გაუსაძლისი ტკივილია. თითქოს, ცოცხლად ვიწვი.’’ ‘’ადამს არ სჯეროდა, რომ გამოკეთდებოდა. ‘’ფეისბუქზე’’ მკურნალობის ყველა ის მეთოდი და მედიკამენტი ჰქონდა ჩამოწერილი, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდა, რომელთაც შედეგი არ გამოუღიათ’’, ამბობს ადამის მეგობარი. ‘’მეგობრის დაკარგვა, რა თქმა უნდა, არავის უნდა. მაგრამ იმ ტკივილის ყურება, რასაც ის განიცდიდა, იმის თქმა, რომ ასე არ უნდა გააკეთოს, ჩემი მხრიდან ეგოისტური იქნებოდა." ადამის მამა: ‘’იცოდა, რომ განკურნების გზა არ არსებობს, რომ თანამდროვე მეცნიერებას, თანამედროვე მედიცინას ჯერ აქამდე არ მიუღწევია. ხომ იცით, როცა ადამიანი უაღრესად ინტელექტუალია, დიდი ამბიციებით და უკვე მიღწეული წარმატებით, უკან იმავეს მიღებას ელოდება და როცა ამას ვერ იღებს, წასასვლელი სადღა აქვს? მივხვდით, რომ ყოველი საუბარი, რომელიც ადამთან გვქონდა, შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო.’’ C-14-ის დაკანონების შემდეგ ადამმა წამოიწყო კამპანია იმისათვის, რომ კანონი მისნაირი დაავადების მქონე ადამიანებზეც გავრცელებულიყო. ‘’C-14 არ მოიცავს ჩემნაირ ადამიანებს, არ მოიცავს ბევრ ძალიან, ძალიან ავადმყოფ ხალხს. კანონმდებლობა, ფაქტობრივად, აიძულებს ადამიანებს თავი მოიკლან სხვა, შეუსაბამო მეთოდით. მარტოებმა, ოჯახისა და მეგობრების გარეშე, რაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია.’’ ადამი თავის ვიდეოში : ‘’მესმის, რომ თვითმკვლელობა ცუდია. არ ვამბობ, რომ ცხოვრება არაფრად ვარგა, რომ ყველა ხიდებიდან უნდა გადავხტეთ. ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ მკურნალობას ვემხრობი და კიდეც ვმკურნალობ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ცუდ დღეში ვარ.’’ ‘’არაფერი გამოდის, არაფერი გამოდის..ვიცი, რომ ვერ მოვკვდები, თვითმკვლეობაზე ვფიქრობ" და სხვა. ასე გრძელდება ისტორია, ადამიანები იკლავენ თავს, უკვე საუკუნეებია ასე ხდება. სიტუაციაზე დაფიქრდით. თუ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ ვერ იცვლება და მათი ცხოვრება ჯოჯოხეთია, რატომ არ მოიკლავენ თავს? ერთი კარგი მიზეზი მითხარით.’’ ბრძოლა სომატური სიმპტომის აშლილობასთან 4 წელს გაგრძელდა. 2017 წლის 13 აპრილს ადამმა თავი მოიკლა. ადამის დედა: ‘’ჩემი შვილი შუაღამით სახლიდან გაიპარა, მას შემდეგ, რაც მამამისი დასაძინებლად დაწვა. ჩემი შვილი მოკვდა სრულიად მარტო მოტელის ოთახში. მის გვერდით არავინ იყო, არც მეგობრები,არც ოჯახი, არავინ. გრემს და მე იქ ყოფნა არ შეგვეძლო. ბრალი თვითმკვლელობაში მიხმარებაში ან წაქეზებაში დაგვედებოდა.’’ ადამის მამა: ‘’არ მგონია, რომ სხვა გამოსავალი ჰქონდა. თავისი გადაწყვეტილება იყო. არავის უნდოდა მისი სიკვდილი, არც თავად უნდოდა, მაგრამ ასე ტანჯვით ვეღარ გააგრძელებდა ცხოვრებას’’ ტრუდო ლემენსი, სამართლის პროფესორი ამბობს: ‘’არსებობს მენტალური აშლილობის რამდენიმე ფარული მახასიათებელი, რაც დიდ პრობლემას ჰქმნის. პირველ რიგში, ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, ვის აქვს გამოკეთების შანსი და ვის არა. ასეთ გამონაკლის შემთხვევებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა ტრაგედია იქნებოდა, რადგან ისეთ საქმეებამდე მიგვიყვანდა, რომელთა შესახებაც ვერაფერს გავიგებთ, რადგან გარდაცვლილი ადამიანები ვერ ლაპარაკობენ. ამიტომ ვერ გვეტყოდნენ, რომ შეიძლება ნაადრევადაც კი მოკლეს. ‘’ ადამის წამოწყებულ კამპანიას ახლა მამამისი აგრძელებს: ‘’ადამს თვითმკვლელობის კი არა, თვითმკვლელობის აღკვეთის სწამდა’’.
George Iashvili
Tbilisi · 1 year ago
გამარჯობა! მივესალმები ქართველების მიერ შექმნილ ამ ძალიან მაგარ სოციალურ ქსელს! 🤩❤️
მზია ჟორჟოლიანი
Tbilisi · 1 month ago
აბიტურიენტო, ჩემო მეგობარო!
გამარჯობა, მე ქუთაისის უნივერსიტეტი ვარ. ასაკით თითქმის შენი ტოლი: ჯერ მხოლოდ 29 წლის.( ნუ, ცოტა ,,ხანდაზმულობა“ მოსულა) არც ისეთი ბრძენი, რომ ზედმეტად ,,ზემოდან“ დაგიწყო დარიგება, შეგონება და ჭკუის სწავლება შენგან ჩემამდე მოტანილი ცოდნა სოლიდური დივიდენდია შენი შემდგომი განვითარებისა და რეალიზაციისათვის. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთი უნდა შევავსოთ- ერთად გავიზარდოთ, ვისწავლოთ, ვიაზროვნოთ - ყოველ დღე ახლებურად და უკეთესად... რა თქმა უნდა გავერთოთ კიდეც - მეც ძალიან მიყვარს მხიარული თავგადასავლები! შენ მოსწავლეობიდან და სკოლიდან ნელ-ნელა გადმოხვალ სტუდენტობასა და უნივერსიტეტში - მე კი ზოგჯერ ბავშვობას დაგესესხები ბეჯითი და გამორჩეული დახმარებისათვის, კონპენსაციის (სტიპენდიის) სახით გზადაგზა აგინაზღაურებ გაწეულ შრომას. დასაწყისიდანვე შენზე მორგებულ, კომფორტულ და თავისუფალ გარემოში ნელ-ნელა, თანდათანობით, ძალდატანების გარეშე, ხალისით შეისწავლი შენს მიერ არჩეულ პროგრამებს, შეიძენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ოღონდ ერთი პირობით, აქაც ერთმანეთი შევავსოთ - მე ზოგჯერ სიცელქეს დაგესესხები ჩემი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების განაწილებისას და ორივეს მაგრად გაგვისწორდება! შენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგახარ - არჩევანიც დიდია: ყველა რაღაცით გაწონებს თავს( ობიექტურად თუ სუბიექტურად) რეკლამები,(ათასგვარი!) პროექტები(საკმაოდ სოლიდური!) გრანტები(კარგია!) ფასდაკლებები(ვისთვის როგორ!), სტაჟირება(პერსპექტიული!) პრაქტიკა(სასარგებლო!) დასაქმება(კულმინაცია! და კივევ ბევრი რამ! მაგრამ ეს ყველაფერი ხომ აუცილებელი და დოგმატური მახასიათებლებია ( ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს!) ნებისმიერი უნივერსიტეტისათვის?! თანაც ეს ყველაფერი ხომ მეც მაქვს?! მაგრამ ცოტა არ იყოს მეუხერხულება, თავი მოგაწონო იმით, რაც ისედაც უნდა იყოს....რაც თეორემის მხოლოდ აუცილებელი პირობააა?! და ფაქტიურად აქსიომაა უკვე! მაგრამ საკმარისია კი ? ..... მე პატარა ვარ და ესეც კი მეამაყება! კომპაქტური. შეკრული. მობილიზებული და მიზანსწრაფული - მეგობრული, კრეატიული და იმედიანი გუნდით. მე შენ გიწვევ, გეპატიჟები, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ კიდევ უფრო მაგარი ვიქნები, ვიდრე დღეს ვარ! და თუ შენ ჩემი გჯერა, მენდობი, მოდიხარ! ხდები ჩემიანი არა როგორც რიგითი, არა როგორც მეათასე თუ ათასმეხუთასე სტუდენტი, არამედ როგორც ინდივიდი! შენ ხარ პერსონა! პერსონა, რომელსაც აქვს პროფესიონალად ჩამოყალიბების, თავისუფალი აზროვნებისა და განვითარების სურვილი და უფლება! ჩემი დამოკიდებულება შენდამი ისეთია, თითქოს მე მხოლოდ შენთვის ვარსებობ! შენ ხარ ჩემი მეგობარი, ახლობელი, კოლეგა - შენი ინდივიდუალიზმით, რომელმაც უნდა შექმნა არა მარტო პირადი, არამედ ჩემი ისტორია, ჩემი წარმატება, ჩემი ხვალინდელი დღე! ალბათ ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენ ჩემთვის და როგორ მჭირდები!..... გამარჯობა, მე ქუთაისის უნივერსიტეტი ვარ და მე არა - ფერი ვარ უშენოდ!#ქუთაისი#ქუთაისისუნივერსიტეტი#unik
Elene Diasamidze
Tbilisi · 2 months ago
Hello feedc
გამარჯობა ფიდსელებო❤️კეთილი იყოს ჩემი გაწევრიანება თქვენს დიდ ოჯახში❤️❤️ რას აკეთებს კარანტინში? ჩემი ჰობი უამრავი წიგნის კითხვა და დროის საინტერედსოდ გატარებაა❤️
Lana Meladze
Tbilisi · 10 months ago
გამარჯობა! :)) საინტერესო და განსხვავებული სოციალური ქსელია. ვფიქრობ, ძალიან წარმატებულიც იქნება ☺️ Marketer-ს მადლობა ამ სიახლის გაზიარებისთვის ❤️ დამფუძნებლებს წარმატებას ვუსურვებ!