სამეგრელოში პოლიციამ დიდი რაოდენობით “მეტადონის” შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა
Zugdidi Daily
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა1979 წელს დაბადებული პირი დააპატიმრეს.
დაკავებულს ბრალად განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა ედება. “მეტადონი” და სხვა ფსიქოტროპული საშუალებები პოლიციამ დაკავებულის ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებულ ვ.ბ.-ს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, და ასევე, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
#ნარკოდანაშაული #შსს
#zugdididdaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com