ცოტა რამ გალაკტიონ ტაბიძის შესახებ, როგორც იდუმალი მწერლის სამყაროსეული აღქმა...

0
ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება განსაკუთრებული, განსხვავებული, ოდუმალი და ამავდროულად ამოუცნობია. რთულია ისაუბრო ისეთი გენიალური ადამიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, როგორიც გალაკტიონია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მწერალს თავისი სულიერი სამყარო, შინაგან მუხტი, და განსაკუთრებული სამყაროსეული აღქმა უდიდესი ემოციითა და გულშიჩამწვდომი ელემენტებით აქვს აღბეჭდილი ფურცელზე. მის შემოქმედებაში მუდმივად იგრძნობა უდიდესი ექსპრესიისა და მარტოსულობის განცდა...მარტოობა, სწორედ ეს იყო ის თანმდევი აჩრდილი, რომელიც პოეტის სულის განუყოფელ ნაწილად გადაიქცა. გალაკტიონის მსოფმხედველობა და იდუმალება ყოველთვის გამოარჩევდა მას სხვა შემოქმედებისგან და არცაა გასაკვირი, რომ მას პოეზიის მეფედ მოიხსენიებენ.
გალაკტიონის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მრავალგვარი იყო. კრიტიკოსები ხშირად ადარებდნენ მას ტერენტი გრანელს. მნიშვნელოვანია, რომ გრანელის შემოქმედებაშიც იგრძნობოდა გალაკტიონის გავლენა. სწორედ გრანელს ეკუთვნის ყველასთვის ცნობილი ლექსი “მე და გალაკტიონი”, სადაც იგი საკუთართან ერთად გალაკტიონის პიროვნებას საინტერესო ფორმით წარმოაჩენს: “ავად ვიყავი წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია.”
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას ასაზრდოებს მის მიერ გამოყენებული მხატვრული საშუალებები და ენობრივი თავისებურებანი. პოეტი ერთმანეთთან აკავშირებს ისეთ ელემენტებს, რომელთა შერწყმა და გაერთიანება თითქმის წარმოუდგენელია... ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ლექსი “თოვლი”, რომელსაც ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ესაა ნაწარმოები, რომელიც მეწერლის სილიერ მდგომარეობას, მწუხარებას, ტკივილსა და მარტოობას აღწერს. “მე ძლიერ მიყვარს იისფერ თივლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა”- იისფერი თოვლი და ზოგადად მისი სიმბოლო სევდასთან და მწუხარებასთანაა გაიგივებული. ავტორის სულიერი ობლობის ტრაგიზმი განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება ლექსში, “მე და ღამე”. “მხოლოდ ღამემ უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ” მართლაც, რომ გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება საოდუმლოებებით იყო სავსე....
გალაკტიონმა საკმაოდ რთული გზა განვლო. საბოლოოდ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უდავოა, რომ მას შემდეგ საქართველოს მასზე დიდი პოეტი არ ჰყოლია. აკაკი წერეთელი წერდა “მაგრამ რადგან პოეტი ხარ, უნდა იყო გამოცანა” გალაკტიონ ტაბიძის პოეზია ესაა ის შემოქმედება, რომლის ბოლომდე გააზრება და გათავისება წარმოუდგენელი და თითქმის შეუძლებელია.
ტაბიძის შემოქმედებითი თვალთახედვა და გავლენა მუდმივად იყო განხილვის თემაა და ის დღესაც არ კარგავს თავის აქტუალურობას.
##გალაკტიონი
##ქართველიმწერალი
##georgianwriter
##გალაკტიონტაბიძე
0