აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალბატონი და ახალშობილი - ქუთაისის ცხელების ცენტრში 8 საეჭვო პაციენტია
Kutaisi Daily
აფხაზეთიდან გუშინ გადმოყვანილი ქალბატონი და ახალშობილი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და რეანიმაციულ განყოფილებააში რჩებიან. კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი. მათ გარდა კლინიკა "ბომონდის" ცხელების ცენტრში 8 საეჭვო პაციენტი იმყოფება. მათ შორის არიან შუახნის ქალბატონი, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და კიდევ ერთი ფეხმძიმე.
#კლინიკაბომონდი #კორონავირუსი #kutasidaily