"ნაციონალური მოძრაობა"ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დღეს წარადგენს

Tbilisi Daily

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად წარადგენს. ყრილობა 18:00 საათზე„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).