აფხაზეთის ომში დაღუპულ გენერალ-მაიორს, გენო ადამიას ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა

Sokhumi Daily

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ გენერალ-მაიორს, გენო ადამიას საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯილდო მის შვილებს გადასცა. ასევე, სენაკში N 1 საჯარო სკოლას გენო ადამიას სახელი მიენიჭება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, გენერალი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხიდზე დაიღუპა, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს. ის კოდორის ხიდთან მოკლეს, როდესაც უკან, სოხუმში შესვლას ცდილობდა. გენო ადამია 1992 წლის აგვისტოში 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილედ, ამავე წლის სექტემბერში კი – ბრიგადის მეთაურად და სოხუმის გარნიზონის უფროსად დაინიშნა. მის სახელს უკავშირდება სოხუმის დასაცავად განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია. გენო ადამიასთან ერთად იბრძოდა მისი ორი ვაჟი. გენო ადამია დაკრძალულია თბილისის ძმათა სასაფლაოზე. გენო ადამიას სიკვდილის შემდეგ ასევე მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენები. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა #გმირი #ომი #ომშიდაღუპული #ორდენი