პარლამენტში დღეს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ

Tbilisi Daily

პარლამენტში დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ. როგორც ბიუროს სხდომაზე განაცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. მიმდინარე კვირაში პარლამენტს დღის წესრიგში ჯამში 262 განსახილველი საკითხი აქვს. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს განაგრძობენ და თავდაცვის მინისტრის წლიურ ანგარიშს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კი ირაკლი ღარიბაშვილთან ძირითადი კითხვები სამინისტროს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით აქვთ.