რუსთაველების ერთი ნაწილისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი ძვირდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

8 თებერვლიდან რუსთავის შიდა გზებზე მოძრაობას დაიწყებს თურქეთში შეძენილი, ევროსტანდარტის 22  ავტობუსი, რომლებითაც მგზავრობა 10 თეთრიდან 50 თეთრამდე ეღირება. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რადიო თავისუფდლებას უთხრა, რომ სამგზავრო შეღავათებით ისარგებლებს სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობა, მათ შორის, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები, შშმ პირები, მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და სიპ-ების თანამშრომლები. ახალ სამგზავრო ტარიფზე რუსთავის საკრებულო 8 თებერვალს იმსჯელებს. განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია 7 თებერვალს გაიმართა. რუსთავის მერმა თქვა, რომ ქალაქი სულ 40 ავტობუსს მიიღებს. დანარჩენ ტრანსპორტს თებერვლის ბოლოს ელოდებიან. რუსთავისთვის განკუთვნილი ავტობუსები ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქალაქის მერიის თანადაფინანსებით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, 175 ერთეული ავტობუსის შეძენას გულისხმობდა. რუსთავის ხელისუფლება პროგრამაში მონაწილოებისთვის მილიანი აშშ დოლარი კრედიტი აიღო. ურბანული ტრანსპორტის განვითარებისათვის საქართველოს ექვსი ქალაქი- რუსთავი, თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი და ქუთაისი იყო შერჩეული.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31090310.html #ახალი_ამბები #twitter