24 საათზე ნაკლები ფინალურ კენჭისყრამდე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ხვალ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. ისინი საპატიმროდან გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. ცნობილია, რომ მთავარი არხის მეწილის სასამართლო პროცესი 11 საათზე დაიწყება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კი 12 საათზე. მანამდე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.