საქართველოში კორონავირუსისგან 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 8666-ს შეადგენს. საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე გახდა ცნობილი.