ეპიდვითარება შიდა ქართლში - 10 ნოემბრის მონაცემები
Gori Daily
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში Covid19-ის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 63 650
გამოჯანმრთელებულია - 47 390
მათ შორის გარდაცვლილია - 521
კარანტინის რეჟიმში რჩება - 2982
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2879
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4780
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#ახალიამბები
#შიდაქართლი
#გორი
#goridaily