კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

Tbilisi Daily

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის უწყებამ პირველად განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის უკვე მეორე ტალღას ებრძვის, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (KCDC) აქამდე აცხადებდა, რომ ვირუსის პირველი ტალღა ჯერ დასრულებული არ იყო. თუმცა KCDC-ს ხელმძღვანელმა, ეონგ ეუნ-კეონგმა დღეს განაცხადა, რომ უკვე ვირუსის მეორე ტალღას ებრძვიან. ჯანდაცვის უწყება ამას მაისის დასაწყისში გამართულ ღონისძიებას უკავშირებს, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო. სწორედ ამის შემდეგ იმატა ქვეყანაში, ყველაზე მეტად კი - დედაქალაქ სეულში ინფიცირების მაჩვენებელმა.