ოკუპირებული აფხაზეთის კლინიკებში მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
Sokhumi Daily
ე.წ "ოპერატიული შტაბის" განცხადებით, გასულ 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 427 ადამიანმა ჩაიტარა, მათგან 68 პირს ვირუსი დაუდასტურდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.
გარდაიცვალა 1976 წელს დაბადებული პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია. ის გუდაუთის საავადმყოფოში 13 ოქტომბერს შეიყვანეს. "ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, ქალი გარდაიცვალა 29 ოქტომბერს მწვავე გულ-ფილტვის უკმარისობით, კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული მწვავე ჰიპოქსიის ფონზე" - წერია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
მეორე გარდაცვლილი პაციენტი 29 ოქტომბერს მობილურ საავადმყოფოში მკურნალობდა. "ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პირი სუნთქვისა და გულის უკმარისობით გარდაიცვალა."
ე.წ "შტაბის" ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 135 ადამიანი გადის სტაციონარულ მკურნალობას, მათგან 113-ს დიაგნოზირებულია COVID-19-ით. 29 ადამიანის მდგომარეობა მძიმედ გასდება, ხოლო 36 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გასულ დღეს 13 პაციენტი გაწერეს.
სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განლაგებულ მულტიდისციპლინარულ მობილურ საავადმყოფოში 55 კოვიდპაციენტი გადის მკურნალობას. მათგან 51 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 4 ადამიანი კი, მძიმე მდგომარეობაშია.
ჯამში აფხაზეთში კორონავირუსით 4126 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 2170. 38 პირი გარდაიცვალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა