ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 5 პაციენტი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 183-მდე გაიზარდა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, მკვეთრად მოიმატა სექტემბრის შუა რიცხვებიდან.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30908372.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)