გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
Tbilisi Daily
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ინფორმაციას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად, ბრიუსელს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა. შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.