5 წლიანი პაუზის შემდეგ ,,დილა'' ევროტურნირებს დაუბრუნდა

ByGori DailyGeorgia11 Dec, 2020
0
5-წლიანი პაუზის შემდეგ , , დილა'' ევროტურნირებს დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-18 ტურში თბილისის ლოკომოტივმა გორის დილას უმასპინძლა და სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვა მესამეადგილოსნის ბედი, რაც უეფას ახალ ტურნირში, კონფერენს ლიგაზე თამაშის ტოლფასია. გიორგი ნემსაძის დილას მხოლოდ გამარჯვება გაიყვანდა მესამე პოზიციაზე და შიდა ქართლელებმა ამის გაკეთება მოახერხეს. მე-18 წუთზე დავით მაისაშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა და დილა დააწინაურა. „ლოკომოტივი“ „დილა“ 1-2 ანგარიშით დასრულდა. გორის , , დილამ“ მესამე ადგილი, ბრინჯაოს მედლები და „კონფერენს ლიგის“ საგზური დაისაკუთრა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#სპორტი
#გორი
#goridaily
ფოტო: popsport
ByGori DailyGeorgia11 Dec, 2020
0