ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მოიგო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის სეზონი გამარჯვებით გახსნა. მსოფლიოს რეიტინგში მე-40 ადგილზე მყოფმა 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, ანტალიაში მიმდინარე ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათას დოლარს შეადგენს, იტალიელ ანდრეა არნაბოლდს სძლია და მეთექვსმეტედფინალში გავიდა. ბასილაშვილმა პირველ სეტში ოთხი გეიმი აიღო (4:6). მეორეშიც აგებდა, ანგარიშით 4:5 და მისი მეტოქე თამაშის მოსაგებად აწვდიდა, მაგრამ ნიკამ ჯერ ბრეიკით გაათანაბრა, შემდეგ ზედიზედ ორი ქულაც მიითვალა და სათავისო შედეგი დააფიქსირა - 7:5. გადამწყვეტ სეტში კი აბსოლუტურად უპრობლემოდ იმარჯვა - 6:1. ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის იანვრიდან, ზედიზედ თერთმეტი თამაში ჰქონდა წაგებული. https://www.radiotavisupleba.ge/a/31037723.html #სპორტის_ახალი_ამბები #ახალი_ამბები #twitter