უკრაინის ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსში მძევლების ამყვანს არაცხადი მოთხოვნები აქვს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებულმა პირმა 21 ივლისს ხელთ იგდო ავტობუსი, რომელშიც ხალხი იმყოფება და მას მძევლად ჰყავს აყვანილი პოლიციის თანახმად, ოცამდე პირი, ხოლო უშიშროების სამსახურის თქმით, 10 ადამიანი უკრაინის ქალაქ ლუცკში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ვოლინის ოლქში. შეიარაღებული პირი ხანგამოშვებით ჰაერში ისვრის ხოლმე. ავტობუსი დაცხრილული ფანჯრებით რამდენიმე საათია უკვე დგას ქალაქის ცენტრში. მძევლები და თავდამსხელი ავტობუსში იმყოფებიან.  ცნობით, ქალაქის ცენტრი, სადაც თავდამსხმელითა და მძევლით სავსე ავტობუსია გაჩერებული, ალყაშემორტყმულია პოლიციით. არ არის ცნობილი, არის თუ არა მსხვერპლი მგზავრებს შორის. ინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ ჰარაშენკომ განაცხადა, რომ მძევლების ამყვანი ტელეფონით ელაპარაკა სამართალდამცავებს და თავი წარმოადგინა, როგორც მაკსიმ პლოხოიმ. მან პოლიციას ამცნო, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა  დაამონტაჟა ქალაქის სხვა არეალში და მათი აფეთქება დისტანციურად შეუძლია. ვოლინის ოლქის პოლიციის სამმართველოს უფროსის, იური კროშკოს სიტყვებით, რომელსაც Волинські новини ავრცელებს, ავტობუსში მყოფი შეირაღებული პირის მოთხოვნები ცნობილია, თუმცა კონკრეტული მასში არაფერია: „უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული ვითარებით. პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს მოლაპარაკება. მოთხოვნები სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფო უწყებების შესახებ ფრაზების ნაკრებია. ხმაზე ეტყობა, რომ ნასვამი არ არის. ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში არ უბრძოლია, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გვაქვს“, - აცხადებს კროშკო. „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, რომ ლუცკში ავტობუსში მძევლების ამყვანს რამდენჯერმე აქვს სასჯელი მოხდილი. გამოცემას მოჰყავს ინფორმაცია Волинскі новини-დან, რომელიც საკუთარ წყაროს ეყრდნობა და წერს, რომ პირის ნამდვილი სახელი და გვარია მაკსიმ სტეპანის ძე კრივოში და ოფიციალურად რეგისტირებულია დუბნოში. „უკრაინსკაია პრავდას“ თანახმად, პოლიცია ტელეგრამით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავტობუსის გამტაცებელი ადრე ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაემგზავრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი. მძევლების კრიზისი უშუალოდ ჰყავს აყვანილი კონტროლზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. https://www.radiotavisupleba.ge/a/30739735.html #ახალი_ამბები #twitter